წლების განმავლობაში ქალთა უფლებების დასაცავად თავად ქალები სხვადასხვა გზით იბრძოდნენ. დემონსტრაციებისა და აქციების გამართვასთან ერთად, ქალები საკუთარი წარმატებებით სამყაროსა და სხვა ქალების ცხოვრებასაც ცვლიდნენ. პირველი ქალები, რომლებმაც ხმის მიცემის უფლება მოიპოვეს, პირველი აქტივისტები, მწერლები, მეცნიერები, ოქროს მედალოსნები და სხვა — სხვადასხვა სფეროს "პირველმა" ქალებმა ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალეს.

ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გუგლის მიერ შექმნილ Doodle-ში სწორედ ის ხელებია დახატული, რომლითაც "პირველმა" ქალებმა სხვებს მანამდე დახურული კარები გაუღეს. აღსანიშნავია, რომ წარმატებული და ცნობილი ქალების მიღწევების მიღმა უამრავი უცნობი ქალის ღვაწლი იმალება.

ქალთა საერთაშორისო დღის ისტორია 1908 წელს დაიწყო, როდესაც ნიუ-იორკის ქუჩებში გამოსულმა ქალებმა სამუშაო დროის შემცირება, თანაბარი ანაზღაურება და არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მოითხოვეს. ერთი წლის შემდეგ ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ ქალთა ეროვნული დღე დააფუძნა. 1975 წელს გაერომ 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღესასწაულად გამოაცხადა.

ამავე თემაზე: