ანია ტეილორ-ჯოი The Queen's Gambit-ის მეორე სეზონს არ გამორიცხავს
თუ კარანტინში დრო ჭადრაკის თამაშით გაგყავდათ, დიდი ალბათობით, თქვენც ნეტფლიქსის მინისერიალმა — ლაზიერის გამბიტმა მოგხიბლათ. სერიალმა და ანია ტეილორ-ჯოის პერსონაჟმა, ბეტ ჰარმონმა, მაყურებლები იმდენად მოაჯადოვა, რომ გულშემატკივრების დიდ ნაწილს მეორე სეზონის ნახვა და ძველ პერსონაჟებთან შეხვედრა ისევ უნდა. მაყურებელთა სურვილმა, რა თქმა უნდა, ანია ტეილორ-ჯოიმდეც მიაღწია.
მას შემდეგ, რაც მსახიობმა ბეტ ჰარმონის როლისთვის ოქროს გლობუსი მოიპოვა და ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუმის საშუალებით გაესაუბრა, არც სერიალის მეორე სეზონის ხსენება დავიწყებია.
"რა თქმა უნდა, საოცრად სასიამოვნოა, რომ ხალხს მეტი დროის გატარება უნდა იმ პერსონაჟებთან, რომლებიც ასე გვაღელვებს და რომლებიც სიყვარულით შევქმენით. ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ეს მინისერიალი იქნებოდა, ამიტომ ძალიან გაოცებული დავრჩით, როდესაც მაყურებლებმა მეორე სეზონი მოითხოვეს. ამის მიუხედავად, არასოდეს თქვათ არასოდეს", — განაცხადა ანია ტეილორ-ჯოიმ.
ლაზიერის გამბიტი ნეტფლიქსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალია. სიუჟეტი უოლტერ რევისის წიგნზეა დაფუძნებული და მხატვრულ პერსონაჟზე, ბეტ ჰარმონზე მოგვითხრობს, რომელიც გასული საუკუნის ამერიკის აღმოჩენად და უნიჭიერეს მოჭადრაკედ გვევლინება. საინტერესო პერსონაჟებისა და ისტორიის გარდა, სერიალმა ქართველი მაყურებლების ყურადღება იმითაც დაიმსახურა, რომ მასში ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილია ნახსენები.
ამავე თემაზე:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები