საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო რეჟიმის 2 შეიარაღებული პირის მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავების მცდელობა აღკვეთა, ისინი არ დაუკავებიათ. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გვიდასტურებენ.

"ცენტრალური ხელისუფლების მიერ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების დაკავება არ მომხდარა. 7 მარტს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, სოფ. ხურვალეთის მიმდებარედ პოლიციამ აღკვეთა საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა. უკანონო დაკავების აღკვეთის შემდეგ, საქართველოს პოლიციამ შეაჩერა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. არსებული პრაქტიკის მიხედვით, ცხელი ხაზის დახმარებით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით განახორციელა კომუნიკაცია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან და მოხდა ვითარების განმუხტვა", — აცხადებენ სუს-ში.