მართალია, ჩვენი საყვარელი მსახიობების მნიშვნელოვან როლებსა და პერსონაჟებს თვალს ყოველთვის ყურადღებით ვადევნებთ, თუმცა მათი პატარა, ეპიზოდური როლების შესახებ ხშირად არაფერი ვიცით. ამ სტატიაში სწორედ ისეთ 10 შემთხვევას შემოგთავაზებთ, როდესაც ვარსკვლავების პატარა როლები ყურადღების მიღმა დაგვრჩა:

1. სტივ კარელი ფილმში Curly Sue

ფოტო: Warner Bros

მსახიობ სტივ კარელს, ალბათ, ბევრი საინტერესო როლით იცნობ, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სერიალ The Office-ის ექსცენტრიკული მენეჯერი მაიკლ სკოტია. სტივ კარელის სამსახიობო კარიერა ფილმით Curly Sue დაიწყო, სადაც ის მიმტანის როლს ასრულებს.

2. ბრედლი კუპერი სერიალში Sex and the City

ფოტო: HBO

ბრედლი კუპერი საკულტო სერიალის მეორე სეზონში გამოჩნდა. ის იმ ნიუ-იორკელი კაცის როლს ასრულებს, რომლის სახლში წასვლასაც ქერი ბრედშოუ აპირებდა, თუმცა ქერის გამოსახულებით ჟურნალის ყდის ნახვის შემდეგ, ქალმა გადაწყვეტილება შეცვალა.

3. Lady Gaga სერიალში The Sopranos

ფოტო: HBO

ცნობილი მომღერალი და მსახიობი Lady Gaga The Sopranos-ის ერთ-ერთ სერიაში გამოჩნდა. საცურაო აუზის სცენაში პერსონაჟს სახელი არ აქვს, თუმცა სერიალისა და მომღერლის გულშემატკივრები მისმა გამოჩენამ მაინც გაახარა.

4. ემი ადამსი სერიალში The Office

ფოტო: NB

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული მსახიობი ემი ადამსი ოფისის ერთ სერიაში გამოჩნდა. ადამსი ეპიზოდში ჩანთების გამყიდველის როლს ასრულებდა, რომელიც მაიკლ სკოტს მოეწონა.

5. ჯენიფერ ლოურენსი ფილმში Monk

ფოტო: USA

ოსკაროსანი ჯენიფერ ლოურენსი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალანაზღაურებადი მსახიობია, ამიტომ კოსტიუმის ქვეშ მისი დანახვა ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა.

6. რაიან რეინოლდსი ფილმში Sabrina the Teenage Witch

ფოტო: Showtime

თინეიჯერი ჯადოქარი საბრინა 90-იანების ერთ-ერთი პოპულარული პერსონაჟი იყო. ბევრისთვის საყვარელ ისტორიას მეტ ხიბლს ის ფაქტი ანიჭებს, რომ 1996 წლის ფილმში რაიან რეინოლდსიც მონაწილეობს. რეინოლდსი იმ პოპულარული ბიჭის როლს ასრულებს, რომელიც ფილმში საბრინას მოსწონდა.

7. სკარლეტ იოჰანსონი ფილმში Home Alone 3

ფოტო: 20th Century Fox

Lost In Translation, Her, The Avengers, Jojo Rabbit, Marriage Story და მრავალი სხვა — სკარლეტ იოჰანსონის სახელი ყველა კინომანმა იცის. მსახიობი 10 წლის იყო, როდესაც ტელეეკრანებზე პირველად გამოჩნდა. 13 წლის ასაკში კი ყველასათვის საყვარელი საახალწლო ფილმის მესამე ნაწილშიც ვიხილეთ. სკარლეტ იოჰანსონმა ალექსის დის, მოლის როლი შეასრულა.

8. ემი შუმერი სერიალში 30 Rock

ფოტო: NBC

თუ კომედიური ფილმები გიყვარს, ემი შუმერის სახელი ნამდვილად გეცოდინება, მაგრამ ის, ალბათ, არ გახსოვს, რომ მსახიობი სერიალში 30 Rock ლიზის სტილისტის როლს ასრულებდა.

9. ოქტავია სპენსერი ფილმში Spider-Man

ფოტო: Sony Pictures Releasing

ცნობილი მსახიობი ოქტავია სპენსერი ფილმში იმ ქალის როლს ასრულებს, რომელიც ჩხუბში მონაწილეობის მისაღებად ადამიანებს არეგისტრირებს და არც პიტერ პარკერის გულწრფელად შეფასების ერიდება.

10. რეგე-ჟან პეიჯი ფილმში Harry Potter and the Deathly Hallows — Part 1

სანამ ბრიჯერტონის ვარსკვლავი სერიალის გულშემატკივრების სიყვარულს დაიმსახურებდა, ის ჰარი პოტერის მეშვიდე ფილმში ბილისა და ფლერის ქორწილს ესწრებოდა.