ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ TV პირველის მეირ გავრცელებული ჩანაწერები, სადაც სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ხმა ისმის, 2010 წელსაა ჩაწერილი და "ფაბრიკაციაა".

"ჩვენ დღეს საუბარი გვქონდა პრემიერთან იმასთან დაკავშირებითაც, თუ რა ჩანაწერზე იყო საუბარი. ჩვენ გქონდა ინფორმაცია ამაზე და კიდევ ურო ზუსტად ახლა შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის 2010 წლის ჩანაწერი, ხაზს ვუსვამ, არა 2011 და 2012 წლების, როდესაც ბიძინა ივანიშვილის შემოვიდა პოლიტიკაში და ქართული ოცნება, არამედ 2010 წლის არაერთ, შეიძლება რამდენიმე ათეულ ჩანაწერზეც კი არის საუბარი, საიდანაც ამოკრებილია ერთ-ერთი წითელი პრესის ანუ მედიასაშუალების მიერ სხვადასხვა ფრაზა, არის ფაბრიკაცია, აბსოლუტური ფაბრიკაცია და ამის მეშვეობით, ჩვეულებრივი კაგებეს მეთოდებით, კაგებეშნიკურად, როგორც ეძახიან ხოლმე ნახევრად ჟარგონულად ხოლმე ამ ქვეყანაში, წარსული მძიმე გამოცდილების მიხედვით, არის დამონტაჟებული და საინფორმაციო მიმდინარეობს ტერორი ჩვენს საზოგადოებაზე", — განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი აზრი უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ უკანონო მიყურადების შედეგად მიღებული და შემდეგ დამონტაჟებული ინფორმაცია, რომელიც არასწორ განცდებს აჩენს, არის დასაგმობი, "ყველაზე რბილი სიტყვით რომ ვთქვათ".

TV პირველმა გაავრცელა ფარული ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ისმის ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ხმები. ტელევიზიის ინფორმაციით, ისინი კონკრეტული პირების, მათ შორის ბავშვების დასჯაზე საუბრობენ, რადგან მათი კომენტარები არ მოეწონათ.