სოზარ სუბარი

6 Mar. 2021, 19:17

რატომ ახლა, ამდენი წელი გავიდა. რატომ გააკეთეს ასეთი ნაჩქარევი ფაბრიკაცია, უხეში ფაბრიკაცია, ეგრევე, რომ ჩანს, სხვადასხვა დროის ჩანაწერების კომპილაციაა. მარტივია მიზეზი, იმიტომ, რომ შარლ მიშელის ჩამოსვლამ და მისმა მედიაციამ გააჩინა გარკვეული იმედები, რომ დიალოგი შედგება და ქვეყანა დაბრუნდება ნორმალურ, ჯანსაღ კალაპოტში. ეს არის მიუღებელი სააკაშვილისთვის, ამის ჩაშლისკენაა მიმართული. ძალიან მოულოდნელი და ძალიან მტკივნეული იყო ნაციონალური მოძრაობისთვის და მთლიანად რადიკალური ოპოზიციისთვის ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად მოსვლა. და ამაზეა რეაქცია, ამიტომ გამოაგდეს ასე ნაჩქარევად, რაღაცა კომპილაცია გააკეთეს. 

ეს განცხადება ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან გააკეთა. ის TV პირველის ანონსს ეხმაურება, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ხმები ისმის და საუბარია კონკრეტული ადამიანების დასჯაზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
  2. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  3. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  4. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
  5. როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ