16 წლის ასაკს მიუღწეველ ბავშვთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით თებერვალში გორში კიდევ ერთი კაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული პარტია პატრიოტთა ალიანსის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. On.ge ამის გადამოწმების მიზნით პარტიას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, ეს ადამიანი არათუ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არამედ პარტიის წევრიც კი არ არის.

"ერთადერთი, რა გადაკვეთაც გვაქვს ამ ადამიანთან, ერთი დღით წარმომადგენლად ყოფილა დანიშნული ერთ-ერთ უბანზე, სხვა არავითარი შეხება არ გვაქვს, პარტიის წევრიც კი არ არის და ახალგაზრდულის ხელმძღვანელზე ზედმეტია საუბარი", — გვითხრეს პარტიაში.

შინაგან საქმეთ სამინისტროში კი ამბობენ, რომ კაცი სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დააკავეს, რაც 16 წლამდე მიუღწეველთან გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.