ტრამპის ადმინისტრაციის წევრი კაპიტოლიუმზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს
გამოძიების ფედერალური ბიურო აცხადებს, რომ დაკავებულია ფედერიკო კლეინი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტში დანიშნული თანამდებობის ერთ-ერთი პირი. გამოძიება 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმასთან დაკავშირებულ მოვლენებში მისი როლისა და მონაწილეობის თაობაზეა აღძრული. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის ხმა ავრცელებს.
42 წლის კლეინი ფედერალურმა აგენტებმა ვირჯინიაში დააკავეს. გამოძიების ფედერალური ბიურო მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალისა და მისი კონკრეტული მოქმედებების შესახებ დეტალებს ჯერჯერობით არ ასაჯაროებს. არც ისაა ცნობილი, უკვე იცავს თუ არა მის ინტერესებს ადვოკატი.
ფედერალურ საჯარო მოხელეთა რეესტრში კლეინი შარშანდელი მონაცემებით იძებნება როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის დასავლეთ ნახევარსფეროს საკითხების ბიუროს სპეციალური თანაშემწე. ის ამ პოზიციაზე, რომელიც ერთ-ერთ პოლიტიკურ თანამდებობად ითვლება, 2017 წლიდან პრეზიდენტ ტრამპის წარდგენით მუშაობდა. გამოცემა Politico-ს ცნობით, კლეინი 2016 წელს ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიისთვისაც მუშაობდა. სწორედ Politico-მ გაავრცელა თავდაპირველად მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია.
ფედერიკო კლეინი ტრამპის ადმინისტრაციის პირველი წევრია, რომლის წინააღმდეგაც 6 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ამის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა.
გამოცემა Washington Post წერს, რომ FBI-ის ცნობებით, კლეინი 6 იანვარს ჯერაც სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი იყო, როდესაც ვაშინგტონში კაპიტოლიუმზე თავდასხმაში მიიღო მონაწილეობა და დონალდ ტრამპის სხვა მხარდამჭერებთან ერთად პოლიციის კორდონის წევრებს სავარაუდოდ ფიზიკურადაც დაუპირისპირდა. მის წინააღმდეგ აღძრული საქმის თანახმად, ის პოლიციელისგან მოპარულ ფარს იყენებდა იმისთვის, რომ სხვა ოფიცრებს დაპირისპირებოდა, შემდეგ კი კაპიტოლიუმში შეეღწია.
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები