Apple-მა ახალი პატენტი დაარეგისტრირა, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ კომპანია, აიფონის სამომავლო განვითარების გზაზე Lightning პორტის MagSafe-ით ჩანაცვლების იდეას სერიოზულად განიხილავს.

შეერთებული შტატების საპატენტო და სავაჭრო ნიშნების ოფისში შესულ პატენტში ჩანს სამ პინიანი MagSafe დამტენი.

ეს, ერთი შეხედვით, ძველი MacBook-ების მაგნიტურ დამტენს მოგვაგონებს. ეფლი პინების რამდენიმე დიზაინს განიხილავს. პატენტზე ვხედავთ პინების ერთ ვერსიას, რომელიც შედარებით მომრგვალებულია და მეორეს, რომელიც შედარებით ბრტყელია.

ეფლმა iPhone 12-თან ერთად მაგსეიფი ხელახლა წარგვიდგინა, დიდი მრგვალი მაგნიტის სახით, რომელზეც თავსდება მოწყობილობა. პატენტი შეიძლება იმის მანიშნებელიც იყოს, რომ დღევანდელი მაგსეიფ დამტენი აქსეუსარებისთვის დარჩება, ხოლო აიფონი პორტს ქვევით მიიღებს.

ამ ყველაფრის შესახებ, ამ კვირაში ეფლის ანალიტიკოსმა, მინგ-ჩი კუომაც ისაუბრა.