მანამ, სანამ საზოგადოება 7 მარტს პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ოპრა უინფრისთან ინტერვიუს სულმოუთქმელად ელის, მედია მეგან მარკლის შესახებ ხელახლა ალაპარაკდა. ამის მიზეზი ამჯერად The Times-ის სტატიაში მეგან მარკლის წინააღმდეგ ბულინგის ბრალდებები გახდა.

2018 წელს კენსინგტონის სასახლე ორმა დასაქმებულმა დატოვა და მაშინ ბრიტანულ ტაბლოიდებში გაჟღერდა, რომ ისინი მეგანს ბულინგში ადანაშაულებდნენ. 2 მარტს ბულინგის ბრალდებების შესახებ The Times-ში სტატია გამოქვეყნდა. სტატიაში სასახლის ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ სურთ, საკუთარი ისტორია ოპრა უინფრისთან ჰარის და მეგანის ინტერვიუმდე გააჟღერონ.

მედიაში გავრცელებულ ბრალდებებს ბუკინგემის სასახლემ უპასუხა. სასახლეში აცხადებენ, რომ მეგან მარკლის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს გამოიძიებენ.

მედიაში გავრცელებულ ბრალდებებს, ბუკინგების სასახლის გარდა, ცნობილი ადამიანებიც გამოეხმაურნენ და მეგან მარკლს მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათ შორის ერთ-ერთი მეგანის მეგობარი და მსახიობი გაბრიელ უნიონია. მან სტატიის შესახებ თავისი აზრი მოკლედ, გიფის საშუალებით გამოხატა.

ABC-ის გადაცემა The View-ის დისკუსიიდან ნათლად გამოჩნდა, რომ გადაცემის თანაწამყვანები მეგან მარკლის მხარეს იჭერენ და ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ აღნიშნული ბრალდებები სწორედ ბუკინგემის სასახლისთვის არასახარბიელო ინტერვიუს წინ გავრცელდა.

მედიაში გავრცელებული ბრალდებებისა და ბუკინგემის სასახლის განცხადების შესახებ საკუთარი აზრი სერიალ The Good Place-ის მსახიობმა, ჯამილა ჯამილმაც დააფიქსირა:

"თუ სამეფო ოჯახი ორსულ ქალს ამგვარად საჯაროდ ექცევა, წარმოგიდგენიათ, პირადად რა მდგომარეობაში ჩააგდებდნენ? შეშინებულნი ჩანან. მისი ინტერვიუ ჯერ არც კი გასულა. რას მალავენ?"

მეგან მარკლის მხარდამჭერებს შორისაა ამერიკელი მსახიობი კრიშელ სტაუსიც. მან თავისი გამომწერები მეგანის მხარდაჭერის გამო შეაქო, თუმცა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ ახალი ამბების ვებგვერდზებზე მეგანის შესახებ დაწერილმა უარყოფითმა კომენტარებმა გააოცა.

ბულინგის ბრალდებებს ამერიკული სატელევიზიო სერიალის, Suits-ის სცენარის ავტორი და პროდიუსერიც გამოეხმაურა. სანამ ჰერცოგინია გახდებოდა, მეგან მარკლს საზოგადოება Suits-ში შესრულებული როლით იცნობდა.

"სანამ ჰერცოგინია გახდებოდა, 3 წლის განმავლობაში მუშაობისას მე თბილ, კეთილ და მზრუნველ ადამიანს ვხედავდი. მისი ახლანდელი მდგომარეობის შესახებ არაფერი ვიცი, თუმცა ჩემთვის ყველა ეჭვი მის სასარგებლოდ წყდება."

მეგან მარკლს მხარდაჭერა ამერიკელმა შემსრულებელმა, Chance The Rapper-მაც გამოუცხადა. მუსიკოსის ტვიტიდან აშკარაა, რომ მეგანის შესახებ გავრცელებული ბრალდებების გამო გაღიზიანებულია.

ბულინგის შესახებ ბრალდებებს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის დისშვილი, მინა ჰარისიც გამოეხმაურა და მეგან მარკლის მოწინააღმდეგეები რასიზმში დაადანაშაულა.

სხვებთან ერთად, პრინც ჰარისა და მეგან მარკლს მხარდაჭერა ბრიტანელმა მსახიობმა, დენის უელჩმაც გამოუცხადა.

ჰარის და მეგანის პუბლიცისტმა მეგან მარკლის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს სასექსის ჰერცოგინიაზე თავდასხმის მორიგი ტალღა უწოდა:

"ეს დამაზიანებელი დეზინფორმაციაა, რომელიც მის რეპუტაციას ლახავს. სევდიანია, რომ ამას მედიაც ხელს უწყობს. ჰერცოგინია მის პიროვნებაზე მორიგ თავდასხმას განიცდის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავად იყო ბულინგის სამიზნე და მხარს უჭერდა ადამიანებს, რომლებსაც ამის გამოვლა უწევდათ".

ამავე თემაზე: