პარლამენტში განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან კითხვები არ აქვს და მას მადლობას უხდის.

"მე არ მაქვს კითხვა, მე საჯაროდ მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და, როგორც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ამ მოწვევის პარლამენტის წევრმა, თითოეულ მაშველს, პოლიციელს, თქვენი სისტემის თითოეულ თანამშრომელსა და პირადად თქვენ გითხრათ ძალიან დიდი მადლობა გაწეული სამსახურისთვის, შემართებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში დამიყენებია ჩემი თავი თქვენ ადგილას და მითქვამს, არა, მე ამას ასე ადამიანურად, ჰუმანურად ამ მაღალი სტანდარტით, ალბათ, ვერ შევძლებდი", — განაცხადა წულუკიანმა.

დღეს, 5 მარტს პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. გომელაური სამინისტროს გეგმებზე ისაუბრებს და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

ამავე თემაზე: