ევროპელი სოციალისტების ერთ-ერთი ლიდერის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, დღესდღეობით მედიასაშუალებებიდან ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ნიაღვარი გამოედინება.

"დღევანდელ საზოგადოებაში საკმაოდ რთული ვითარებაა ურთიერთბრალდებების თვალსაზრისით. ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს განსაკუთრებით მედიასაშუალებებიდან გამოედინება, მე ვიტყოდი, ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ნიაღვარი. ხომ არ ფიქრობთ ამ მიმართულებით კანონის გამკაცრებაზე, ან გიფიქრიათ თუ არა როგორ შეიძლება ეს შეჩერდეს?", — ამ კითხვით ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვახტანგ გომელაურს მიმართა.

დღეს, 5 მარტს პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. გომელაური სამინისტროს გეგმებზე ისაუბრებს და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.