SpaceX-ის პროტოტიპი SN10 დაშვებიდან რამდენიმე წუთში ცეცხლის ბურთად გადაიქცა, რაკეტების ნარჩენები კი მიმოიფანტა.

შემდეგ დღეს, SpaceX-მა რაკეტის ნარჩენების შეგროვება დაიწყო. "დალაგებაში" კომპანიას Boston Dynamics-ის რობოძაღლი, სახლელად ზევსი ეხმარებოდა. კონკრეტულად რა მიზნისთვის გამოიყენებოდა ეს რობოტი აფეთქების ადგილზე უცნობია, თუმცა SpaceX-მა 75 000 აშშ დოლარის ღირებულების ძაღლი მანამდე ისეთი ადგილების ინსპექციისთვის გამოუყენებია, რომლებიც ადამიანებისთვის საშიშ გარემოს წარმოადგენდნენ.

ზევსს საფრთხისშემცველი ადგილების გამოკვლევა შეუძლია. როგორც ჩანს, გაწეული შრომისთვის, რობოტს პატარა ძაღლის სახლი გამოუყვეს კიდეც.

რობოძაღლი აეროდრომზე რაკეტის გაშვებამდეც შენიშნეს, თუმცა ამჯერად, ის ცოტა უფრო დაკავებული ჩანს.