4 მარტს ცნობილმა მომღერალმა ადამ ლევინმა ახალი ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც განსაკუთრებულად გულმხურვალე ფანების გარდა, სხვებისთვის, ალბათ, შეუმჩნეველი დარჩებოდა, რომ არა მის მიერ გაკეთებული ერთი კომენტარი.

ამ ამერიკელმა მუსიკოსმა, რომელიც ცნობილი ბენდის Maroon 5 სოლისტია, შემდეგი მოსაზრება გამოთქვა:

"როცა Maroon 5-ის პირველი ალბომი გამოვიდა, სხვა ბენდები ჯერ კიდევ იყო ირგვლივ. ახლა კი მგონია, რომ მუსიკალური ჯგუფები აღარ არსებობს".

ადამ ლევინის აზრით, მუსიკალური ბენდები კი შემორჩა, მაგრამ ისინი "საყოველთაო ყურადღების ქვეშ აღარ არაინ და გადაშენების საფრთხე ემუქრებათ".

ამ განცხადებამ სოციალურ ქსელებში ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებები დაიმსახურა: ადამ ლევინის ეს შეფასება უცნაური იყო განსაკუთრებით იმის გამო, რომ ინტერვიუ მისი ბენდის, Maroon 5-ის ახალი სიმღერის რეკლამირებისთვის ჩაიწერა.

სხვებისთვის კიდევ უფრო სასაცილო იყო ის, რომ ერთ-ერთი ცნობილი ბენდის წევრმა თქვა, ბენდები აღარ არსებობსო.

ფოტო: Tenor

იქნებ ამით იმ მსმენელებს დაეთანხმა, ვისთვისაც Maroon 5 "კარგი" ბენდი არც არასდროს ყოფილა?! ვინ იცის...