ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ვახტანგ გომელაურთან დაკავშირებით კითხვას არ დასვამს.

"გომელაურთან დაკავშირებით მე პირადად კითხვას ნამდვილად არ დავსვამ, რადგან იცით, რომ ჩვენ კოორდინაციაში ვართ, ბევრ საკითხთან დაკავშირებით საერთო გადაწყვეტილებებს ვიღებთ. რაც შეეხება პოლიტიკურ თემებს, ზოგადად, ვახტანგ გომელაური არის კარგი პოლიტიკოსი და ის არის პოლიტიკური საბჭოს წევრი, მაგრამ რაც შეეხება მის ფუნქციას, ცალკე აღებულს აღმასრულებლისა, ჩვენ ვხედავთ მის წარმატებულ მუშაობას და თითოეული პოლიციელის თავის დადებას, რომ ამ ქვეყანაში კრიმინალმა იკლოს, რომ ქვეყანაში საზოგადოების უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. ბუნებრივია, დეპუტატებს ექნებათ კითხვები", — განაცხადა მდინარაძემ.

დღეს, 5 მარტს პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. გომელაური სამინისტროს გეგმებზე ისაუბრებს და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.