ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დაიწყო.

აღნიშნულ შეხვედრას წინ უძღოდა 5 თვიანი პაუზა. განსახილველი თემა იქნება საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების საკითხი.

ადგილზე იმყოფებიან როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები.

2009 წლის თებერვალში, ჟენევის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე მიღწეულ იქნა შეთანხმება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შექმნის შესახებ როგროც აფხაზეთის ისე სამხრეთ ოსეთის მიმართულებით.

ფორმატის მიზანი ადგილზე ყოველდღიური ინციდენტების განხილვა და ოპერატიული რეაგირების უზრუნველყოფაა.