ქართულ თავშესაფარში დედა დათვმა ობოლი ბელები იშვილა
როგორც წესი, გარეულ ცხოველებს დაუნდობლებად და მხეცებად ახასიათებენ, თუმცა ეს ამბავი დაგარწმუნებთ, რომ ყოველთვის ასე ნამდვილად არ არის.
ორ მარტს ზოოლოგიურ ცენტრს რაჭიდან ჩამოყვანილი ორი დაობლებული ბელი მიაბარეს: როგორც დათვების თავშესაფარში ვარაუდობენ, ბელების დედა ბრაკონიერებმა მოკლეს, თორემ ისე მათ ბუნაგისგან შორს, მარტოებს ვერ იპოვიდნენ.
გარეული ცხოველის თავისი ბუნებრივი საცხოვრებელი გარემოდან მოშორება დიდი შეცდომა და მათთვის აუნაზღაურებელი ზიანის მომტანია. თუმცა თავშესაფარში უკვე ვერაფერს გააწყობდნენ, ისღა დარჩენოდათ, სულ მცირე ასაკის ბელების გადარჩენა ეცადათ. ამიტომაც ისინი თავიდან ხელოვნურ კვებაზე ჰყავდათ.
უდედოდ დარჩენილ ბელებს ჯერ თვალებიც კი არ ჰქონდათ ახელილი.
პირველადი მზრუნველობის შემდეგ, თავშესაფრის მესვეურებმა უფრო რთული მისია დაისახეს: თავშესაფარში მანამდე მყოფი მეძუძური დედა დათვისთვის, რომელიც გასულ წელს მოიყვანეს ზოოლოგიურ ცენტრში მძიმედ დაშავებული, ობოლი ბელები მიეშვილებინათ, რათა მათ გამოკვებაზე აქტიურად ეზრუნა.
ეს პროცესი განსაკუთრებულ სიფრთხილეს და მრავალი წესის დაცვას მოითხოვს, რადგან დიდია შანსი, რომ მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდეს და დედა დათვმა სხვა ბელები არ მიიღოს.
თუმცა მათ მაინც უნდა ეცადათ და შედეგს გაფაციცებული ელოდნენ.
სულ რამდენიმე საათის წინ კი თავშესაფრის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა და დედა დათვმა ბელები მიიღო!
მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა მტაცებელ ცხოველებში, როგორც ჩანს, სასწაული მაინც მოხდა.
ფოტო: ზოოლოგიური ცენტრი
როგორც გვპირდებიან, ბელების გაზრდის და თავშესაფარში ცხოვრების შესახებ ინფორმაციას აწი უფრო აქტიურად გაგვიზიარებენ.
ზოოლოგიური ცენტრის ზოგადი მისიის აღწერაში ვკითხულობთ, რომ გადაშენების პირას მყოფი მურა დათვების თავშესაფარი 2010 წელს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანხმობით შეიქმნა ქვეყანის მასშტაბით უკანონო ტყვეობაში მყოფი წითელი ნუსხით დაცული, გადაშენების პირას მყოფი მურა დათვების პრობლემის მოსაგვარებლად.
დაწვრილებით ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: Bears-shelter.com
დათვების რეაბილიტაციისთვის ფინანსური დახმარება ნებისმიერ მსურველს შეუძლია:
საქართველოს ბანკი:
GE05BG0000000037320500
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
-
გადახედვააშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები აშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
კომენტარები