თეორიული შანსიც არაა, რომ მიწისძვრის შედეგად ასეთი დამბა გაირღვევა — დავითაშვილი ნამახვანჰესზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდიან. მისივე თქმით, გარკვეული ჯგუფები ადგილობრივებზე გავლენას ახდენენ.
დღეს, 4 მარტს პრემიერმინისტრმა გარემოს დაცვისა და ეკონომიკის მინისტრებს ნამახვანჰესის საკითხზე ადგილზე ჩასვლა და მოსახლეობასთან გასაუბრება დაავალა. ლევან დავითაშვილის თქმით, შეხვედრები ქუთაისსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში უკვე დაგეგმილია.
რაც შეეხება ქვედა ნამახვანჰესის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებას, მინისტრი ამბობს, რომ ამას წინ ექსპერტების დასკვნები უძღოდა.
"გარემოს შეფასების კოდექსი ითვალისწინებს მოსახლეობის ჩართულობას. ჩვენ გვქონდა მოსახლეობასთან რამდენიმე შეხვედრა ამ პროცესში, მათ შორის, იყო განხილული წარმოდგენილი კვლევები, მაგრამ, როგორც ჩანს, არ არის საკმარისი ეს კომუნიკაცია და მეტია კიდევ გასაკეთებელი მოსახლეობის ფართო ფენებთან შეხვედრის კუთხით", — აღნიშნა მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ.
როგორც დავითაშვილი ამბობს, კვლევების პროცესში ჩართული იყვნენ ამ სფეროში გამოცდილი და საერთაშორისო იტალიური და შვეიცარული კომპანიები.
"ჩვენ გვესმის, რომ ალპებში მსგავსი რელიეფია, მსგავსი გარემოპირობებია და იქ ყველაზე მეტად არის განვითარებული, ჰიდროელექტროენერგიის გენერაცია, მათ შორის, ასეთი ტიპის კაშხალები,რომელიც აქ არის მოცემული, რომელიც იქ დაშვებულია და შესწავლილია. ფაქტობრივად, თეორიული შანსიც არ არის, რომ იგივე მიწისძვრის შედეგად ასეთი დამბის გარღვევა [მოხდეს], რომელიც არ ყოფილა ისტორიაში ასეთი კონსტრუქციის ნაგებობის მიმართებაში", — ამბობს დავითაშვილი.
მისივე თქმით, ნებისმიერი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ვებგვერდზე ქვეყნდება და ეს იმ ორგანიზაციებმაც და პირებმაც იციან, რომლებიც პროცესის გაუმჭვირვალობაზე საუბრობენ. დავითაშვილი ეჭვობს, რომ ამ ჯგუფებს "რაღაც დღის წესრიგი გააჩნიათ" და მოსახლეობის გრძნობებზე თამაშობენ.
"ამ ჯგუფების გავლენა მოსახლეობაზე სამწუხაროდ, არის ძალიან დიდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ხელში გვაქვს ყველაფერი იმისთვის, რომ მოსახლეობას მივუტანოთ ობიექტური ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, პროექტი წარმატებით განხორციელდება", — განაცხადა მინისტრმა.
ნამახვანიჰესის კასკადი მდინარე რიონზე უნდა აშენდეს და ორ ჰესს მოიცავს, ქვემო და ზემო ნამახვანჰესს. ორივე ჰესი ერთად 433 მგვტ სიმძლავრის იქნება. პროექტი 750 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა და იგეგმება, რომ კასკადი ექსპლუატაციაში 2025-2026 წელს შევიდეს. პროექტს კომპანია ენკა რინიუებლზ ახორციელებს.
ადგილობრივი მოსახლეობა სოფელ ჟონეთში ოთხი თვეა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ისინი ხეობიდან კომპანიის გასვლასა და მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. ამავე დროს, ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის არაა ნაჩვენები ნამახვანჰესის სიკეთეები და მეტი კომუნიკაციაა საჭირო.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, ნამახვანჰესის ხელშეკრულებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, პროექტს არათუ ვერ ექნება ის წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები