დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდება, იძულებულნი გახდებიან შეზღუდვები თავიდან შემოიღონ.

"ჩვენ შევამსუბუქეთ შეზღუდვები, თუ გაუარესდება ვითარება, ისევ გავხდებით იძულებული, გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ. ამის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა, რომ ელემენტრაული მოთხოვნები დავიცვათ და რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი კონტროლი სჭირდება მთავრობის მხრიდან", — განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან მოსახლეობას პირბადის ტარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

4 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 276, ხოლო გარდაიცვალა — 12 ადამიანი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1,25 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 1,65 %, ხოლო 7 დღის — 1.25%.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 271 872-ს, გამოჯანმრთელდა — 266 081, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 3 553 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: