საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო კომისიას დაამტკიცებენ, რომლიც დანიშნულება ეკონომიკის განვითარების კონკრეტული, გრძელვადიანი გეგმის შემუშავება იქნება.

"ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავება და ამის წარმოდგენა. დღეს ჩვენ დავამტკიცებთ მთავრობის სხდომაზე საკითხს, რომელიც ეხება სახელმწიფო კომისიის შექმნას, რომელიც 3 თვის განმავლობაში აღნიშნული ეკონომიკური დარგის გეგმაზე იმუშავებს და პირველ დოკუმენტს მაისის ბოლოს წარმოადგენს.

კომისიაში მონაწილეობას მიიღებენ ყველა ის დაინტერესებული პირები, როგორიცაა, მაგალითად, კერძო სექტორის წარმომადგენლები. ჩვენ, ასევე, მოვიწვევთ მაღალი დონის ექსპერტებს. ასევე, მივმართავთ პარლამენტს შესაბამისი დარგობრივი კომიტეტები ჩაერთონ აღნიშნულ კომისიის მუშაობაში და ჩვენი ამოცანა იქნება რაც შეიძლება სწრაფად თითოეული მიმართულებით დაიდოს კონკრეტული გრძელვადიანი განვითარების გეგმა", — განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.