საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტისთვის უახლოეს მომავალში ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესი დაიწყება.

"უახლოეს მომავალში დავიწყებთ ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს. ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისის სატენდერო სააგენტო ტენდერის გამოსაცხადებლად დაიწყებს შესაბამის პროცედურებს. რაც, ასევე, მნიშვნელოვანია, დაიქირავებს საერთაშორისო კონსულტანტს, რომელიც დახმარებას გაგვიწევს ინვესტორის შერჩევაში", — განაცხადა მან.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობას ანაკლიის პორტის მიმართ ყოველთვის ჰქონდა უპრენცენდენტო მხარდაჭერა.