მარნეულში საპროტესტო აქციის გაშუქებისას რადიო მარნეულის ჟურნალისტს მუშაობაში ხელი შეუშალეს. აქცია კომპანია აკელიკის თანამშრომლების მიერ იმართებოდა, რა დროსაც ჟურნალისტთან ერთი პიროვნება მივიდა, ტელეფონი წაართვა და უთხრა, რომ გადაღება არ შეიძლებოდა.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას.