დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის — აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
"დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის", — ამბობს ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები "დაბრუნდა". ამერიკის ხმის ცნობით, ბლინკენი ამბობს, რომ ამერიკას აქვს ძალა და უნარი ხელი შეუწყოს მსოფლიოში დემოკრატიული პორცესების გაუმჯობესებას.
"ჩვენ სტიმულს მივცემთ დემოკრატიულ ქცევას. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს მაგალითს და ძალას და მოვუწოდებთ სხვებს ძირითადი რეფორმების განხორციელებისას გააუქმონ ცუდი კანონები, ებრძოლონ კორუფციას და უსამართლობას", — აცხადებს ამერიკის ბლინკენი. აქვე, ამერიკის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ აშშ არ გეგმავს სამხედრო გზით გაავრცელოს დემოკრატიული ღირებულებები ავტორიტატულ რეჟიმებში.
სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ამბობს, რომ ამერიკა ღირსეულად იბრუნებს იმ ადგილს, რომელიც მას ეკუთვნის. მისი თქმით, ამერიკას აქვს უნიკალური ძალა გააერთიანოს ქვეყნები პრობლემების მოსაგვარებლად.
"ამერიკის ხელმძღვანელობას და ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენს მეგობრებს უხარიათ, რომ ჩვენ დავბრუნდით, რადგან ამერიკას უნიკალური ძალა აქვს გააერთიანოს ქვეყნები პრობლემების მოსაგვარებლად. პრობლემების, რომელსაც ვერცერთი ქვეყანა ცალკე აღებული ვერ გადაწყვეტს. სამყარო თავის თავის ორგანიზებას თავად ვერ შეძლებს. როცა ჩვენ (ამერიკელები) უკან ვიხევთ ორიდან ერთი ხდება ხოლმე:
პირველი, სხვა ქვეყანა ცდილობს ჩვენი ადგილის დაკავებას, მაგრამ არა ისე, რომ ის ჩვენ ინტერესებს და ღირებულებებს იზიარებდეს.
მეორე, ისეთივე ცუდია, როცა არავინ დგამს ნაბიჯს, რის გამოც ჩვენ ვიღებთ ქაოსს და საშიშ ვითარებას. რაც არ არის კარგი ამერიკისთვის", — აღნიშნავს ენტონი ბლინკენი.
ის ფიქრობს, რომ ახლა მსოფლიოს სჭირდება ქვეყნების ერთობა, რათა მოხდეს არსებული გამოწვევებთან და პრობლემებთან გამკლავება. მეტიც, ბლინკელის თქმით, არსებულ გამოწვევებს ვერცერთი ცალკე აღებული ქვეყანა ვერ გაუმკლავდება.
"ჩვენ ახლა გვჭირდება ქვეყნები თანამშრომლობისთვის, ისე როგორც არასდროს. გლობალურ გამოწვევებს, რომელიც ჩვენს წინაშეა ვერცეთი ქვეყანა მარტო ვერ გაუმკლავდება, მათ შორის ვერც ისეთი ძლიერი ქვეყანა როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. ჩვენი დიპლომატიის სიძლიერე, ნაწილობრივ დამოკიდებულია ჩვენი სამხედრო ძალების სიძლიერეზე", — ბლინკენი.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ეს განცხადებები პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც მან ამერიკის საგარეო გეგმის 8 პუნქტი წარადგინა. დოკუმენტი, რომელიც ენტონი ბლინკენმა წარადგინა "საგარეო პოლიტიკა, ამერიკელი ხალხისთვის" სათაურდება.
დოკუმენტის პირველი თავი პანდემია Covid-19-ს ეხება. ამერიკის შეერთებული შტატების გეგმაა, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა პანდემიიდან დროული გამოსვლა მოხდეს. მთავარი როლი ამ პროცესში კი მთავრობას, მეცნიერებს ბიზნესმენებს დაეთმობათ. გეგმის მიხედვით უნდა მოხდეს, გლობალური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სწორი ინვესტიციებისა და ნაბიჯების განხორციელება, რათა მსოფლიო ასეთი შემთხვევებისთვის უფრო მომზადებული იყოს.
მომდევნო თავში გლობალურ ეკონომიკაზეა საუბარი. სადაც სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააჯანსაღებს გლობალურ ეკონომიკას, რაც სარგებელს მოუტანს ამერიკელ სალხს.
ენტონი ბლინკენმა ჩინეთის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩინეთი საფრთხეს უქმნის საერთაშორისო სისტემას, წესებსა და ღირებულებებს, რომელიც ამერიკისათვის და დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია.
"ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც გააჩნია, ეკონომიკური, დიპლომატიური, სამხედრო და ტექნოლოგიური ძალა, რომელიც სერიოზულად ეჭვქვეშ აყენებს სტაბილურ და ღია საერთაშორისო სიტემას, ყველა წესს, ღირებულაბასა და ურთიერთობას, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. სადაც ჩვენ უკან დავიხიეთ, ის ადგილი ჩინეთმა დაიკავა და ის ჩვენს ღირებულებებს არ იზიარებს. სწორედ ამიტომ, საჭიროა დავიბრუნოთ ჩვენი ადგილი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში და გავაღრმავოთ კავშირები პარტნიორებთან", — ამბობს ბლინკენი.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი აქვე აღნიშნავს, რომ ამერიკა ჩინეთთან საჭიროებისამებრ იქნება კონკურენციაშიც, და საჭიროებისამებრ, კრიტიკულიც.
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
კომენტარები