ავღანეთში ტელეკომპანიის სამი თანამშრომელი ქალი მოკლეს. პასუხისმგებლობა თავდასხმაზე ტერორისტულმა ორგანიზაცია ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

როგორც BBC წერს, ორი კოორდინირებულ თავდასხმის შედეგად ესროლეს, როცა ისინი ჯალალაბადში სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდნენ. კიდევ ერთი პირი სერიოზულად დაიჭრა.

ტელეკომპანია Enikas-ს ხელმძღვანელმა, ზალმაი ლატიფიმ განაცხადა, გარდაცვლილი ქალები 18-დან 20 წლამდე იყვნენ და გახმოვანების განყოფილებაში მუშაობდნენ.

ისლამურმა სახელმწიფომ 3 მარტს გამოაქვეყნა მიმართვა, სადაც აცხადება, რომ სამ ქალს დაესხნენ თავს, თუმცა სხვა დეტალებზე არ ისაუბრეს. ავღანეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა კი დააკავეს პირი, რომელიც მათი თქმით, თავდასხმაში მთავარი ეჭვმიტანილია. ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ დაკავებული ორგანიზაცია თალიბანის წევრია, თუმცა ეს უკანასკნელი მონაწილეობას უარყოფს.

Enikas TV აცხადებს, რომ მათი 10 თანამშრომელი ქალიდან ოთხი უკვე მოკლეს, მათ შორის არის ტელეწამყვანი მალალაი მაივანდი, რომელიც ჯალალაბადში მძღოლთან ერთად ჩაცხრილეს. ამ თავდასხმაზეც პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. კიდევ ერთი თავდასხმა იყო იანვარში, როცა ქაბულში ორი მოსამართლე ქალი მოკლეს.