10 ხერხი, რომლითაც კიბერჰიგიენას შეინარჩუნებ
რას იფიქრებთ, თუკი გეტყვით, რომ ვირუსების მძვინვარების პერიოდში (და არამხოლოდ ახლა) პირადთან ერთად კიბერჰიგიენაც მუდმივად უნდა შეინარჩუნოთ? ეს ტერმინი ჯერ კიდევ უცხოდ ჟღერს, არადა, თანდათან ყველანი ინტერნეტში გამოვცხოვრდით, აქაურობას კი, ისევე, როგორც ხელშესახებ სამყაროს, თავისი წესები აქვს — სიფრთხილეს თავი აქაც არ სკტივა.
ვირტუალური საფრთხეები დღითიდღე მრავლდება, ყველა ჩვენგანი კიბერთავდასხმის პოტენციური სამიზნეა, თუმცა, საბედნიეროდ, თავის დაცვისთვის გარკვეული ხერხები არსებობს. ამ სტატიაში კი გაგიზიარებთ 10 რჩევას, რომლის დახმარებით კიბერჰიგიენას შეინარჩუნებ.
1. პირველ რიგში, გააცნობიერე, რა არის კიბერჰიგიენა და რატომაა ის მნიშვნელოვანი
რამდენად დიდ ყურადღებას აქცევ ვებსაიტს, რომელსაც საბანკო მონაცემებს და პირადობის დამადასტურებელი დეტალებს უზიარებ? დაფიქრებულხარ, სადამდე "შეტოპავ" თუ უცნაურ საიტებზე ბმულებს მიჰყვები? გიფიქრია, რა რისკების წინაშე ხარ ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეში ან რა შეიძლება მოხდეს, თუ სენსიტიურ ინფორმაციას შენს მოწყობილობებში შეინახავ? — თუ ამ საკითხებზე ჯერ არ დაფიქრებულხარ, გეტყვით, რომ მარტივად შეიძლება ფინანსური მაქინაციის მსხვერპლი გახდე ან შენი პერსონალური ინფორმაცია დაინტერესებულმა პირმა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს (მათ შორის — იმოქმედოს აუდიტორიის განწყობებზე).
კიბერჰიგიენის დაცვით სიტყვის, აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას, საკუთრების უფლებას, საკუთარი ფინანსების თავისუფლად განკარგვის უფლებას იცავ, ამიტომ ონლაინ სივრცის მოწესრიგება რიტუალად უნდა აქციო. მოწესრიგებაში კი ბევრად მეტი რამ იგულისხმება, ვიდრე უბრალოდ უსარგებლო ან სენსიტიური ფაილებისგან მოწყობილობების წმენდაა.
2. გაიგე მეტი ონლაინ თაღლითობის ფორმებისა და მათი განხორციელების გზების შესახებ
კიბერთაღლითობა ბევრი სხვადასხვა გზით ხდება. შეიძლება ზოგიერთი ოპერაციისას ვერც კი იფიქრო, რომ საფრთხეში ხარ. ამიტომ თავს ნუ მოიტყუებ, უბრალოდ მეტი გაიგე ონლაინ თაღლითობის გზებზე. არაავტორიზებული აპლიკაციების გამოყენება, საეჭვო ბმულზე გადასვლა, უცხო პირის მიმზიდველი მეილი, გამარტივებული ავტორიზაცია თუ ბრაუზერზე მიბმული ბარათები ხშირად თაღლითისთვის მარტივ სამიზნედ გაქცევს. გახსოვდეს, რომ კიბერთაღლითობების ფორმები და გზები მუდმივად იცვლება. მათი საწინააღმდეგო ხრიკები კი ძველდება და უახლეს გამოწვევებს ვეღარ პასუხობს, ამიტომ ყოველთვის ეცადე, თაღლითებზე ერთი ნაბიჯით წინ იყო.
3. გაასუფთავე მოწყობილობები
თუ ლეპტოპს, ტაბლეტს ან სმარტფონს ყიდი, დარწმუნდი, რომ მას თან პირად და სენსიტიურ ინფორმაციას არ ატან. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მოწყობილობის "გასუფთავებისას" აპლიკაციები ან ბრაუზერები გვავიწყდება და მასში ყველა ჩვენი პაროლი, მათ შორის ონლაინ ბანკის მონაცემები, რჩება. ამ შემთხვევაში მხოლოდ ფაილების წაშლით არ უნდა შემოიფარგლო — მოწყობილობის ფორმატირება და მყარი დისკის სრულად გასუფთავება ყველაზე ოპტიმალური გზაა უსაფრთხოებისთვის. ბრაუზერების პერიოდულად გასუფთავება და უსარგებლო ფაილების წაშლა კი სხვა შემთხვევებშიც რიტუალად უნდა აქციო.
4. გამოიყენე ძლიერი პაროლი და 2-ეტაპიანი ავტორიზაცია
ძლიერი პაროლი ციფრების, სიმბოლოების, დიდი და პატარა ასოების კომბინაციას გულისხმობს, ამასთან, 2-ეტაპიანი ავტორიზაცია შენს ანგარიშებს კიდევ უფრო დაიცავს. მას შემდეგ, რაც რთულ პაროლს დააყენებ და ყოველ ჯერზე ტელეფონის ნომერზე გამოგზავნილი კოდით გაივლი ავტორიზაციას, შენს ფინანსურ თუ სხვა სახის ანგარიშებში უცხო პირებს შეღწევა გაუჭირდებათ. კიდევ ერთი აუცილებელი დეტალი სხვადასხვა ანგარიშზე სხვადასხვა პაროლის დაყენებაა — თუ ასე არ მოიქცევი, ერთ გატეხილ ანგარიშს სხვა ყველა დანარჩენი დომინოს პრინციპით მიჰყვება.
5. განაახლე სისტემა და აპლიკაციები
როგორც კი ხელმისაწვდომი იქნება მოწყობილობის სისტემური განახლება, უახლეს ვერსიაზე გადადი. აპლიკაციები დაცვის მეთოდებს მუდმივად აახლებენ და შეიძლება ზოგიერთმა ხელსაწყომ ძველ ვერსიაზე ეფექტიანად ვეღარ იმუშაოს, ამიტომაც აუწყვე ფეხი სიახლეებს და თავს კიდევ უფრო დაცულად იგრძნობ.
6. უფრთხილდი საზოგადოებრივ Wi-Fi-ს
თუ გადაუდებელი საქმე გაქვს და საჯარო სივრცეში Wi-Fi-ზე წვდომა დაგჭირდა, მეტი სიფრთხილე გამოიჩინე: არ დაამახსოვრებინო საბარათე ინფორმაცია სხვადასხვა საიტს, არ მისცე ბრაუზერს ანგარიშებზე ავტომატური შესვლის უფლება და ოპერაციის დასრულებისას ქსელი ინფორმაციისგან სრულად გაწმინდე. ამასთან, დაიცავი პირადი Wi-Fi ქსელიც — აუცილებლად შეცვალე ის პაროლი და სახელი, რომელიც მას ავტომატურად, ინსტალაციისას მიანიჭეს.
7. გამოიყენე ანტივირუსი
ხშირად გვიფიქრია, რომ ანტივირუსი არაფერში გვჭირდება. ზოგჯერ ეს პროგრამა ყველაზე საჭირო მომენტში სასურველ საიტზე წვდომას გვიზღუდავს, მაგრამ ამის გამო მის გამოყენებაზე უარს ნუ იტყვი — ეს ჩვენივე უსაფრთხოებისთვის ხდება. სჯობს, სანდო საიტებს მიმართო და ვირუსებისგან სუფთა ფაილები ჩამოტვირთო. თუმცა, ზოგჯერ საფრთხისშემცველი ვებსაიტები კარგადაა შენიღბული, ამიტომ აუცილებად დაიხმარე ანტივირუსი, რომელიც კიბერჰიგიენის დაცვას ბევრად შეგიმსუბუქებს.
8. და ნუ გამოიყენებ სხვის მოწყობილობებს
ფინანსური ოპერაციები სხვების ტელეფონში თუ კომპიუტერში არ შეასრულო, რადგან წარმოდგენა არ გაქვს, რამდენად დაცულია მათი კიბერჰიგიენა. თუ მსგავსი შემთხვევა გარდაუვალია, არასდროს დაიმახსოვრო ბრაუზერში ინფორმაცია. ამასთან გახსოვდეს, პერსონალური ინფორმაცია მხოლოდ შენ გეკუთვნის და სხვებს ნუ მისცემ ბერკეტს, რომ შენი დაუდევრობით ბოროტად ისარგებლონ.
9. ყურადღება მიაქციე ბმულებს
ფიშინგის მთავარი დასაყრდენი საეჭვო ბმულებია. სანამ სოციალურ ქსელში ამომხტარ ბრჭყვიალა ბმულზე გადახვალ, კურსორი მიიტანე და გადაამოწმე, რამდენად დაცულია საიტი ან გუგლის საძიებო სისტემით გაიგე მეტი მის შესახებ. ფიშინგის 90%-ზე მეტი ელექტრონული ფოსტის გავლით ხდება, ამიტომ მეტი ყურადღება გმართებს: გადაამოწმე გამომგზავნის იმეილი, შეტყობინების შინაარსი და მოთხოვნები. ხოლო როცა განსაკუთრებით სენსიტიური ინფორმაციის შესახებ გწერენ, იმ პირთან თუ ორგანიზაციასთან დარეკვით გადაამოწმე ამბის ნამდვილობა, ვისი სახელითაც გიკავშირდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედე.
10. გამოიყენე კიბერჰიგიენის დაცვის რამდენიმე ხერხი
თავდაცვის მხოლოდ ერთი ხერხი არასდროსაა საკმარისი. რაც უფრო მეტად იცავ კიბერჰიგიენას, მით მეტად უსაფრთხოდ ხარ. დაიმახსოვრე, მხოლოდ ძლიერი პაროლის არჩევით ყველაფერი არ გვარდება. ანტივირუსის დაყენება, პირადი მოწყობილობების გამოყენება, აპლიკაციების მუდმივი განახლება თუ 2-ეტაპიანი ავტორიზაცია ერთიანობაში ქმნის ჰიგიენურ, დაცულ კიბერსივრცეს, რომელშიც თავისუფლად არსებობას შეძლებ.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
კომენტარები