ჯანდაცვისა სამინისტროს ინოფრომაციით, მოქალაქეებს, რომლებიც გერმანიაში, ლეგალურად დასაქმების პროგრამის ფარგლებში გაემგზავრებიან, სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ. როგორც უწყებაში განმარტავენ, სახელმწიფო არ გადაამოწმებს ამ ადამიანების ოჯახების სარეიტინგო ქულებს.

საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება 1-ლი აპრილიდან შეეძლებათ. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და შესაბამის სარეგისტრაციო პორტალზე, ამ დროისთვის, უკვე 95 ათასამდე აპლიკანტია დარეგისტრირებული.

გერმანიაში დასაქმების მსურველებმა რამდენიმე მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ. კერძოდ:

  • ასაკი — 18-დან 60 წლამდე;
  • სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • არ უნდა იყოს დეპორტირებული და გერმანიაში გამგზავრებამდე სამი თვით ადრე შენგენის ზონაში ნამყოფი;
  • სასურველია გერმანული, ან ინგლისურ ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიაში, სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მაქსიმალური ვადა სამი თვეა.კვირაში სამუშაო დრო ხუთი-ექვსი დღე, დღეში რვა- ათი საათი. მინიმალური ხელფასი კი საათში 9,5 ევრო იქნება. დასაქმებულს საცხოვრებელი და კვების ხარჯის გადახდა თავად მოუწევს. დამსაქმებელს მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევას პოლისის შეძენა ევალება.

გაიგეთ მეტი: