ტექნიკის მაღაზიათა ქსელ გრანდ ელექტრონიქსში საგაზაფხულო ფასდაკლებების სერია დაიწყო! სავაჭრო ცენტრ მეგალაინის, ისთ ფოინთის, საბურთალოს სითი მოლის სავაჭრო ცენტრის, გლდანისა და ვარკეთილის ფილიალები — ტექნიკის სხვადასხვა ბრენდები საოჯახო ტექნიკის მიმართულებით მნიშვნელოვან ფასდაკლებებს გრანდ ელექტრონიქსის ხუთივე ფილიალში გვთავაზობენ. ფასდაკლებების მიღება ვებგვერდზეცაა შესაძლებელი, რომელიც 24/7-ზე მუშაობს.

"გარდა საგაზაფხულო ფასდაკლებებისა, მომხმარებელს კიდევ ერთი სიურპრიზი მოვუმზადეთ", — აღნიშნავს კომპანიის მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი, ნინი ნიქაბაძე — "100, 200, 250, 300, 400 და მეტ ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერების შეძენის შემთხვევაში თავად ვაუჩერის მყიდველსაც ვასაჩუქრებთ. გამოდის, რომ, ფაქტობრივად, საჩუქარს ორივე მხარე იღებს".

თუმცა ეს ყველაფერი არ არის, გრანდ ელექტრონიქსმა გაზაფხულის ფასდაკლებების დღეები უფრო მეტად გაახალისა და ვაუჩერებზე მამოტივირებელი ფრაზები გადაიტანა. "ლამაზი ხარ!", "ქალი საზოგადოების არქიტექტორია!", "მშვენიერი ხარ, ძლიერი ხარ, საკმარისი ხარ" — ეს და სხვა ფრაზები მარტის პირველ დღეებში საჩუქრების ადრესატ ქალებს კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებულობას შემატებთ.

"გვინდა, ქალებს ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა მნიშვნელოვანი ფრაზებით შევახსენოთ ის, თუ როგორი განუმეორებლები არიან ისინი სინამდვილეში", — ამბობს ნინი.

კიდევ ერთი ექსკლუზიური აქცია, რომელიც მხოლოდ 3 მარტს იმოქმედებს, ჭურჭლის სარეცხ მანქანებს შეეხება. კონკრეტული 5 მოდელის ყიდვის შემთხვევაში გრანდ ელექტრონიქსისგან Toshiba-ს მიკროტალღური ღუმელით დასაჩუქრდებით.

საგაზაფხულო ფასდაკლებები ტექნიკაზე 1-ლიდან 15 მარტის ჩათვლით იმოქმედებს. ელექტროსკუტერები, მობილური ტელეფონები, საოჯახო მსხვილი და წვრილი ტექნიკა თუ აუდიოვიზუალური ტექნიკა მსოფლიოში ცნობილი პრემიუმ და ბიუჯეტური ბრენდებისგან თქვენთვის ხელმისაწვდომი სწორედ გრანდ ელექტრონიქსში იქნება.