როცა ევროპის კოსმოსური სააგენტო მთვარეზე სოფელს გააშენებს, რა უნდა ჭამონ ასტრონავტებმა? ამასთან დაკავშირებით, ფრანგი მეცნიერების გუნდს იდეა აქვს.

მათ იდეა Hakai Magazine-ს გაუზიარეს, სადაც აღწერილია, თუ როგორ უნდა მოაშენოს კაცობრიობამ თევზი მთვარეზე. ამისათვის ისინი ჩვენს ბუნებრივ თანამგზავრზე თევზის ქვირითის წაღებას მიიჩნევენ საჭიროდ, რის შემდეგაც, მთვარის ზედაპირზე არსებულ წყალს გამოიყენებენ თევზის მოსაშენებლად.

ეს იდეა უცნაურად ჟღერს, თუმცა, მეცნიერები ასკვნიან, რომ თევზს შეუძლია გადარჩეს დედამიწიდან მთვარემდე, ასტრონავტებთან ერთად მოგზაურობისას და შემდეგ, განაგრძოს ზრდა მთვარეზე. ეს კი ერთგვარი იმედია ასტრონავტებისთვის, რომ მათ მხოლოდ დედამიწიდან წაღებული და შეფუთული საკვების მმიღება აღარ მოუწევთ.

იდეის გამოსაცდელად, მონტპელიერის უნივერსიტეტის კოსმოსური ცენტრისა და საფრანგეთის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა შეფუთეს ზღვის ქორჭილასა (Dicentrarchus labrax) და Argyrosomus regius-ის ქვირითები და მოათავსეს ინსტრუმენტებში, რომლების ვიბრირებდა და ირყეოდა. ამით ისინი ეცადნენ რუსული სოიუზის რაკეტის გამოცდილება გაემეორებინათ. ამის შემდეგ, ზღვის ქორჭილას ქვირითის 76%-დან თევზებმა განვითარება მაინც შეძლეს, ხოლო Argyrosomus regius-ის ქვირითის შემთხვევაში, ეს რიცხვი 95% იყო. აღსანიშნავია, რომ ეს ციფრები არ განსხვავდება იმ ქვირითიდან გამოჩეკილი თევზების რაოდენობისგან, რომელსაც ექსპერიმენტის პირობებში, რყევების გადატანა არ მოუწია. ამის შესახებ მეცნიერების მიერ, გასულ წელს, Aquaculture International-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ვკითხულობთ.

"ეს ნამდვილი სიგიჟეა", ამბობს საფრანგეთის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერი და კვლევის წამყვანი ავტორი — სირილ პრიზიბილა. "ამ ქვირითისთვის გარემო ძალიან მძიმე იყო", — ამბობს ის.

იმ ასტრონომებისთვის, რომლებიც მთვარეზე უნდა დასახლდნენ (NASA-ს არტემისის მისია), ჩვენს თანამგზავრზე თევზის მოშენების იდეა საკმაოდ მიმზიდველად უნდა ჟღერდეს. ეს მათ რაციონს გაამდიდრებს და მათ ორგანიზმებს სასარგებლო ნივთიერებებსაც მოუტანს. შესაბამისად, მკვლევარები ფიქრობენ, რომ ამ მიდგომამ შეიძლება მთვარეზე ცხოვრება უამრავი ასტრონომისთვის აქციოს სასიამოვნო გამოცდილებად.