NASA X-57 Maxwell-ზე შემოწმებების ჩასატარებლად ემზადება. კოსმოსური სააგენტოს ახალი საჰაერო ხომალდი პირველია, რომელიც მხოლოდ ელექტროენერგიით იქნება უზრუნველყოფილი.

NASA-ს პრესრელიზის მიხედვით, სანამ მოწყობილობის ელექტრო სისტემები და ძრავი გაივლის შემოწმებას, X-57 ჯერჯერობით, უსაფრთხოდ იქნება მიწაზე განთავსებული. თუმცა, წინასწარი შემოწმება ელექტროენერგიაზე მომუშავე საჰაერო ხომალდის განვითარებაში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, შემდეგ ეტაპზე თვითმფრინავის სატესტო ფრენების განხორციელება იგეგმება.

საინტერესო ისაა, რომ NASA-ს განცხადების მიხედვით, ბატარეის კონტროლის სისტემა, რომელმაც ფრენისას ენერგიით უნდა უზრუნველყოს თვითმფრინავი, ჯერ კიდევ არაა მზად. ტესტირების შემდეგი ეტაპებზე, რომლებზეც X-57 პროტოტიპის ფაზას საბოლოოდ უნდა გასცდეს, თვითმფრინავს მაღალი ძაბვის ენერგიის გარე წყარო მოამარაგებს.

ინჟინრები ცდილობენ, სწრაფად დაასრულონ ბატარეებზე მუშაობა, ამასობაში კი NASA უზრუნველყოფს, რომ თვითმფრინავის ძრავმა გამართულად იმუშაოს მაშინ, როდესაც მას საბოლოოდ მიუერთებენ საკუთარ ენერგიის წყაროს.

მიუხედავად იმისა, იქნება ეს პროგრესი თუ უბრალოდ ახალი "გამოცდილება", X-57-ზე მუშაობის პროგრესი წამახალისებელი ნიშანია მომავალი ელექტრო საჰაერო ხომალდებისთვის. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, საჰაერო ფრენების ელექტრიფიკაციამ, შესაძლოა, ნახშირბადის პროდუქტების გაფრქვევაც შეამციროს ატმოსფეროში, ეს უკანასკნელი კი ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.