ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს შემდეგ უკრაინას ეწვია და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად დონბასში ჩავიდა.

შარლ მიშელმა ევროპის კონტინენტზე შეიარაღებული დაპირისპირებისა და ხალხის დაღუპვას "სამარცხვინო რეალობა" უწოდა. მისივე თქმით, სანამ რუსეთი მინსკის შეთანხმებად არ შეასრულებს, სანქციები გაგრძელდება.

"სამწუხაროდ, უკრაინის პოზიტიურ ნაბიჯებს მინსკის შეთანხმების შესრულებაში რუსეთმა არ უპასუხა. ამიტომაც ჩვენი ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ძალაში დარჩება. რუსეთი კონფლიქტის მხარეა და არა მედიატორი", — განაცხადა მიშელმა პრესკონფერენციაზე.

ფოტო: ევროპული საბჭო

ფოტო: ევროპული საბჭო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა უკრაინაში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში ტური დაასრულა. შარლ მიშელი მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას ეწვია.

კიშინიოვში მიშელი პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდა და მოლდოვას რეფორმების გატარების კუთხით ევროკავშირის ყველაზე სანდო პარტნიორი უწოდა.

საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტმა ოპოზიციასა და მმართველ გუნდის შორის მოლაპარაკებებიც მოიცვა. 1-ლ მარტს, პრეზიდენტის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ოპოზიციონერ ლიდერებთან და ქვეყნის პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი შეხვედრა გამართა. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე იმსჯელეს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღების 6-პუნქტიან გეგმაზე.