გორში ნაციონალური მოძრაობის ოფისი დააზიანეს. პარტიის პრესსამსახურის მოწოდებულ კადრებში ჩანს, რომ დამტვრეულია მინა, კარები და ოფისის ავეჯი. ასევე, შიდა სივრცეში ჩანს დიდი ზომის ქვები.

პარტიაში აცხადებენ, რომ ეს ამ ოფისზე თავდასხმის უკვე მეხუთე შემთხვევაა.

ფოტო: კადრები ვიდეოდან / ენმ

მომხდართან დაკავშირებით On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და მათ პასუხს ელოდება.