ვადამდელი უნდა დაინიშნოს თუ არა, ევროპელი პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის — ელისაშვილი
"ვადამდელი უნდა დაინიშნოს თუ არ უნდა დაინიშნოს ეს, რა თქმა უნდა, ევროპელი პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის", — განაცხადა ალეკო ელისაშვილმა, როცა პასუხობდა ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მხრიდან პირდაპირი ან ირიბი მინიშნება რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესახებ, თუ ის იზიარებს დიპლომატების პოზიციას.
"არა არა, ასე არ ყოფილა [მინიშნება]. იქ იყო ერთადერთი თხოვნა, რომ მოდი, წითელი ხაზებით ნუ დაიწყებთ საუბარს და პირობების გარეშე, უბრალოდ, თქვით, რას ფიქრობთ, რა არის მთავარი პრობლემა და ამაზე იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა. რა თქმა უნდა ღარიბაშვილს თავისი შეხედულებები ჰქონდა კონკრეტულ საკითხებზე, ოპოზიციას — თავისი შეხედულებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ვადამდელი უნდა დაინიშნოს თუ არ უნდა დაინიშნოს ეს, რა თქმა უნდა, ევროპელი პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის", — განაცხდა ელისაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მან "ნიუანსებში ჩახედულ ადამიანად" დაახასიათა და აღნიშნა, რომ ის "უბრალოდ მომღიმარი უცხოელი" არ იყო.
"მინდა გითხრათ, რომ ძალიან არადიპლომატიური და ძალიან გულახდილი საუბარი იყო. ეს არის ადამიანი, რომელიც ყველა დეტალს ყვებოდა და ყველა ნიუანსში ჩახედული იყო და არ იყო ციდან ჩამოფრენილი უბრალოდ მომღიმარი უცხოელი, ძალიან ჩახედული იყო ჩვენს საკითხებში. ერთადერთი თხოვნა იყო, რომ დასხედით და ეს თხოვნა შესრულდა საღამოს ჟამს, დაილაპარაკეთ და შეთანხმდით. იმისთვის, რომ შეთანხმდეთ, ორივე მხრიდან ტონს დაუწიეთ, დაარბილეთ გამონათქვამები, არ გინდათ მუშტების ბრახუნი, არ გინდათ კონფრონტაცია. რაც მთავარია, ამ კაცის ნათქვამზე ორივე მხრიდან იყო დასტური, რომ კი ბატონო, მზად ვართ ამისთვის, მაგრამ რომ დაღამდა და გათენდა, დაიწყო აბსოლუტურად სხვა რამ — ერთი მხირდანაც და მეორე მხრიდანაც. ეს არის უპასუხისმგელობა", — განაცხადა ელისაშვილმა.
1-ელ მარტს, პრეზიდენტის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ოპოზიციონერ ლიდერებთან და ქვეყნის პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი შეხვედრა გამართა. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე იმსჯელეს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღების 6-პუნქტიან გეგმაზე. შეხვედრას არ ესწრებოდა პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციონერმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ დაგეგმილი პიკეტები და აქციები არ გაუქმებულა. მმართველი გუნდის წევრები აცხადებდნენ, რომ შარლ მიშელთან შეხვედრიდან 12 საათში ოპოზიციამ არათანმიმდევრული ნაბიჯი გადადგა და "ჰალსტუხიანი შეხვედრის" პარლამენტთან "რუსეთების ძახილით" მივიდა.
მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმაც. მან თქვა, რომ პარლამენტის პიკეტირება ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის სულისკვეთებას. საპასუხოდ, ოპოზიციამ ღარიბაშვილის შეცვლილი რიტორიკა გააკრიტიკა.
დღეს, ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციონერი ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ისინი ამბობდნენ, რომ ხელისუფლებას მოლაპარაკებების შეწყვეტის საბაბს არ მისცემენ და დიალოგის გასაგრძელებლად, მზად არიან აქციების ფორმის ცვლილებაზეც იმსჯელონ.
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები