ელექტრონული კომერციის უდიდესმა ამერიკულმა ბრენდმა Amazon-მა აპლიკაციის ლოგო განაახლა. განახლებული ლოგო კომპანიამ თავდაპირველად იანვრის თვეში წარადგინა, თუმცა მასზე გამოსახული დეტალის შეცვლა მალევე მოუწია. საქმე ეხება დახატულ ლენტს, რომლის მონახევიც ვიზუალურად "ჯაგრისებურ ულვაშს" ჰგავდა.

ეგრეთ წოდებული ჯაგრისებური ულვაში თავის დროზე კომიკოს ჩარლი ჩაპლინის გარეგნობასთან ასოცირდებოდა, თუმცა, მოგვიანებით, იგი ნაცისტური გერმანიის ლიდერის, ადოლფ ჰიტლერის, სიმბოლოდ იქცა.

რეალურად, ცვლილების საფუძველი არსებობდა. ერთ-ერთ საახალწლო რეკლამაში ამაზონმა ლოგოზე გამოსახული ისარი მომღერალ პირად აქცია, ამიტომ, აპლიკაციაზე დახატული ლენტის მონახევის ასოციაცია ბუნებრივად ხდებოდა ულვაშზე, ფორმის გამო კი ეს ულვაში ბევრმა მომხმარებელმა მეოცე საუკუნის დიქტატორთან დააკავშირა.

აპლიკაციის ლოგოს დიზაინში შეტანილი ცვლილებები მომხმარებლის გამოხმაურებას მოჰყვა. როგორც კომპანიის სპიკერი აცხადებს, ისინი ცდილობდნენ, ლოგოზე აესახათ ის "სასიამოვნო მოლოდინის პროცესი", რომელიც პროდუქტის შეკვეთას ახლავს თან.

განახლებულ ლოგოზე ლენტი მოხეულის ნაცვლად გადაკეცილია, ამდენად, უხერხული ასოციაცია თავიდანაა აცილებული.

სამაგიეროდ, სხვაგვარი ასოციაციები ნამდვილად ვერ აირიდა კომპანიამ. მაგალითად, ერთ-ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა ცისფერი ისრისებური გამოსახულება ავატარს დაუკავშირა.