1 წელია პირბადეები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. გარდა იმისა, რომ პირბადე ვირუსისგან ეფექტურ დაცვას უზრუნველყოფს, მისი ტარებით, შეგვიძლია, ჩვენი წვლილი სხვა სასარგებლო საქმეებშიც შევიტანოთ.

ამის კარგი მაგალითია საბუკო, რომელიც ბუნების მოყვარულებს ლამაზ პირბადეებს სთავაზობს. დიდი კოჭობების, მედუდუკეებისა და ყანჩების პრინტით შექმნილი პირბადეების გაყიდვით შემოსული თანხა მთლიანად ველური ბუნების დაცვასა და კონსერვაციულ კვლევებს მოხმარდება.

საბუკო ბუნების კონსერვაციის ორგანიზაციაა, რომელიც ველური ბუნების კონსერვაციის ქართულმა ცენტრმა დააარსა. ის BirdLife-ის, მსოფლიოს უმსხვილესი ბუნების კონსერვაციის ორგანიზაციის ადგილობრივი პარტნიორია. საბუკოს მისია ბუნების დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების წახალისება, საქართველოში ველური ბუნებისა და ჰაბიტატების დაცვა, კონსერვაცია და აღდგენაა.

საბუკოს მხარდაჭერა, პირბადეების შეძენის გარდა, წევრობის პროგრამაში ჩართვითა და დონაციით შეგიძლიათ. პირბადეების შესაძენად, შეგიძლიათ, საბუკოს ფეისბუქ გვერდს დაუკავშირდეთ.

ფოტო: Sabuko • Birdlife Georgia

ფოტო: Sabuko • Birdlife Georgia