სუს-ში აცხადებენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქე, გენადი ბესტაევს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, 3 წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სასმახურში აცხადებენ, რომ უკანონო დაკავებები რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგია, რაც ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზეწოლასა და მოსახლეობაში შიშისა და დაუცველობის განცდის გაჩენას ისახავს მიზნად.

"საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ცენტრალური ხელისუფლების მიერ მკაცრად იქნება დაყენებული, 5 მარტს ჩანიშნულ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე", — აცხადებენ უწყებაში.

სუს-ი საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და გამოგონილი მიზეზებით განხორციელებულ უკანონო დაკავებებზე, სრულ პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებს აკისრებს.

გენადი ბასატაევი საოკუპაციო ძალებმა 2019 წლის 21 ნოემბერს უკანონოდ დააკავეს.