თებერვლის თვის განმავლობაში, საიმონ კინდლისიდესმა, რომელიც წელსქვემოთ ბოლომდე პარალიზებულია, ჯამში 160 კილომეტრზე მეტი გაიარა.

კინდლისიდესი პირველად 2018 წელს ლონდონის მარათონზე გამოჩნდა. მან რობოტული ეგზო-ჩონჩხის გამოყენებით, მარათონში მონაწილეობა მიიღო, გამომუშავებული შემოწირულობა კი, დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნულ სამსახურს გადასცა. კინგლისიდესმა შემოწირულობა ახლაც მიიღო და ის კვლავ ჯანდაცვის სფეროს გადასცა.

რობოტული ეგზო-ჩონჩხი მას დღეში, დაახლოებით, 7 კილომეტრის გავლის საშუალებას აძლევს. საიმონი თებერვლის განმავლობაში, ამას ყოველდღე აკეთებდა.

როგორც მან BBC-ს უთხრა, ყოველდღე ამხელა მანძილის დაფარვა მისთვის ფიზიკურ ტკივილთან არის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, 7 კილომეტრიანი ლიმიტი თავად ტექნოლოგიას უკავშირდება. ერთ ჯერზე 7 კილომეტრზე მეტის გავლა, ელემენტების გამო, თავად ეგზო-ჩონჩხს არ შეუძლია.

თანხა, რომელსაც კინდლისიდესი საბოლოოდ შეაგროვებს, ინტენსიური თერაპიის და ბავშვების საოპერაციო განყოფილებების დაფინანსებას მოხმარდება. როგორც ის ამბობს, ამაზე გაჩერებას არ აპირებს, ცოტას შეისვენებს და ქველმოქმედებაზე ზრუნვას კვლავ გააგრძელებს.