არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, თუ ოპოზიცია არ ჩაერთვება კომისიაში და გადახრა არ დადასტუდება — მდინარაძე
ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შარლ მიშელთან შეხვედრაზე ვადამდელი არჩევნების შესახებ საუბარი არ ყოფილა. მისი თქმით, ეს საკითხი შეიძლება განიხილონ მხოლოდ იმ პირობით, თუ ოპოზიცია არჩევნების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს და ქართული ოცნების სასარგებლოდ თუნდაც 1%-იანი გადახდა დადასტურდება.
"გუშინ, შეხვედრიდან გამოსულმა ჩვენმა ოპონენტებმა სცადეს სპეკულირება და საზოგადოების დარწმუნება, რომ თითქოს იქ რაღაც ვადამდელ ან რიგგარეშე არჩევნებზე იყო საუბარი. პირიქით, ამ საკითხზე საუბარი არ არის. არის მხოლოდ იმ შემთხვევაში (ეს ჩვენი პოზიციაა და ამ პოზიციაზე მყარად ვდგავართ), რომ არანაირი რიგგარეშე ან ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ერთადერთი პირობის გარდა — თუ ისინი ჩაერთვებიან კომისიის მუშაობაში და 1%-იან გადახრას მაინც იპოვიან ქართული ოცნების სასარგებლოდ. მხოლოდ ამ შემთხვევაში და ამ პირობით შეიძლება იყოს რაიმე სახის ვადამდელ ან რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი", — განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო იმაზე, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა იპოვონ გადაკვეთის წერტილები, რომლებიც ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგებამდე მიიყვანს და ყველა პარტიას, "პოზიტიური გაგებით" აიძულებს, პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენონ სახელმწიფოებრივი შედეგები
"იყო ძალიან კარგი შეხვედრა, ძალიან კონსტრუქციული, მათ შორის, დღევანდელისგან განსხვავებით, კონსტრუქციული იყო ოპოზიციაც და შეთანხმება შედგა იმაზე, რომ უნდა გაიხსნას ახალი ეტაპი მოლაპარაკებების, რაც გულისხმობს იმას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში ჩვენ უნდა მოვახერხოთ ერთმანეთთან ვიპოვოთ გადაკვეთის წერტილები და შეთანხმება დასრულდეს პოზიტიური შედეგით", — თქვა მდინარაძემ.
მან აღნიშნა, ეს უნდა გამოვიდეს ორკვირიან ვადაში. მდინარაძემ თქვა ისიც, რომ მოლაპარაკებებზე აქამდე არსებულ საკითხებს რამდენიმე დაემატა.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ოპოზიცია და ხელისუფლება შეხვედრაზე მიიწვია, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ განსახილველი საკითხების ჩარჩოზე შეთანხმდნენ, რომელიც ექვსი პუნქტისგან შედგება. ხოლო პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
თავის მხრივ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თქვა, რომ "სწორი მიმართულების მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა". მან, ასევე, დაამატა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების გასაღები პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაშია.
- მთავარია, 6 პუნქტზე რომ დავიწყებთ საუბარს, ხელისუფლებამ გამოიჩინოს მეტი მზაობა სერიოზული დიალოგისთვის — ჯაფარიძე
- ოპოზიციის პიკეტი და აქციები არ გაუქმებულა
- დღეს მე ამაყი ვარ, რადგან სწორი მიმართულების მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა — მიშელი
- არ არის წითელი ხაზები, რომ რაღაცას არ განვიხილავთ — ვაშაძე შეხვედრის შემდეგ
შეხვედრის მიუხედავად, ოპოზიციამ პიკეტებსა და აქციებზე უარი არ თქვა. ოპოზიციის საპროტესტო აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცოპერაცია ჩაატარეს და ნიკა მელია დააკავეს. აღნიშნულ კრიტიკა და შეშფოთება მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები