პარლამენტთან საპროტესტო აქცია უკვე დაიწყო. ოპოზიციის ნაწილი პირველ გიმნზანიასთან არის შეკრებილი და პიკეტისთვის ემზადება. პოლიცია პარლამენტის ყველა შესასვლელთანაა მობილიზებული. ამასთან, სამართალდამცავები პარლამენტის უკან მდებარე სკვერშიც არიან.

პოლიცია მოქალაქეებს არ აძლევს საშუალებას, რომ გზის სავალი ნაწილზე გადავიდნენ და ისინი ტროტუარებზე დგანან. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს არ იქნება ბლოკირება და პიკეტირება ცივილურ ფორმებში ჩაივლის.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ოპოზიციის საპროტესტო აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცოპერაცია ჩაატარეს და ნიკა მელია დააკავეს. აღნიშნულ კრიტიკა და შეშფოთება მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.