გირჩი — მეტი თავისუფლებას ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ მეტი კონსტრუქციულობა და მზაობა გამოიჩინოს განსახილველი 6 პუნქტის გარშემო სერიოზული დიალოგისთვის.

"ჩემი აზრით, დიალოგი არის ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი. ეს გვესმის ჩვენც და ამას ყოველთვის საჯაროდ ვსაუბრობდით. ახლა მთავარი არის, ამ 6 პუნქტის გარშემო რომ დავიწყებთ საუბარს, ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს მეტი კონსტრუქციულობა და მათ შორის, მეტი მზაობა სერიოზული დიალოგისთვის, რაც აქამდეც იყო მნიშვნელოვანი", — თქვა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის განცხადებით, განსახილველ 4 პუნქტს 2 პუნქტი დაემატა, რაც მოიაზრებს მართლმსაჯულების რეფორმასა და ძალაუფლების დანაწილებას.

ოპოზიციას მმართველი გუნდის მიმართ 4 მოთხოვნას აყენებდა, რაც მოაიზრებს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, საარჩევნო სისტემის რეფორმას, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადაყენებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

მისივე თქმით, დაგეგმილი აქციები, სავარაუდოდ, გაგრძელდება, ვინაიდან შეხვედრაზე აქციებზე საუბარი არ ყოფილა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით, დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციის ლიდერები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ.

გაიგეთ მეტი: