ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ნიკოლოზ გამყრელიძის კრიტიკას ვერ მიიღებს.

"ამ კრიტიკას ნამდვილად არ ვიღებ, ამ ქვეყანას ჰყავს პრემიერი, ჰყავს არაერთი მინისტრი, ჩვენ ვმუშაობთ საბჭოს ფორმატში, ვიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებებს და იმ საკითხსაც უნდა იყოს მინისტრი ქვეყანაში ამ გლობალური პანდემიის დროს, თუ რომელიმე ქვეყანაში კარავში ელოდებოდეს ვაქცინას მისცემენ თუ არა, ამას ჩვენ თვითონ როგორმე გადავწყვეტთ მთავრობაში ერთობლივად", — განაცხადა ტიკარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ გამყრელიძემ გამოცემა BM.ge-ს განუცხადა, რომ ვაქცინის ჩამოტანისთვის მხოლოდ ელჩების ჩართულობა საკმარისი არაა და მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა თვითონ უნდა იმუშაონ.