ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით შარლ მიშელმა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ფაქტობრივად საკუთარ ხელში აიღო.

"ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ფაქტობრივად საკუთარ ხელში აიღო ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. ამაზე უფრო მაღალი დონის ჩართულობა ევროპის მხრიდან არის წარმოუდგენელი. ზეწოლა ხელისუფლებაზე ევროკავშირის მხრიდან იქნება გაცილებით უფრო კოორდინირებული და მყარი", — განაცხადა მან.

პრეზიდენტის რეზიდენციაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე ინიციატივა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გამოთქვა პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი ბრიფინგის დროს.