პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის თქმით, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შეთანხმება პრაქტიკულად ყველა საკითხზე მიღწეულია და დღე-დღეზე ამის ინიცირება მოხდება.

"პრაქტიკულად მივაღწიეთ შეთანხმებას ყველა საკითხზე, რაც ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი. ეს იყო, რომ ყველა პარტიას ჰყოლოდა წარმომადგენლის მაგივრად წევრი, ეს იყო, რომ გადათვლა მომხდარიყო ავტომატურად 10%-ზე ყველა უბნის და ბევრი სხვა საკითხი, მათ შორის, ელექტრონული არჩევნების შემოტანის შესაძლებლობა კანონმდებლობის დონეზე. ეს ყველაფერი არის მიღწეული და უკვე დღე-დღეზე მოხდება ამის ინიცირება", — განაცხადა იოსელიანმა.

მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა 29 იანვარს განაცხადა, რომ ყველა ის საკითხი, რაზეც ქართულ ოცნებასთან შეთანხმდნენ, თუ პარლამენტში 1-ელ მარტამდე არ დაინიცირდება, როგორც შევიდნენ პარლამენტში, ისე გავლენ.