სერიალების მაყურებლებს საყვარელ გმირებზე დაუსრულებლად შეუძლიათ საუბარი, მაგრამ, როცა საქმე საძულველ პერსონაჟებზე მიდგება, განხილვები კიდევ უფრო ეშხში შედის...

გამოკვეთილად ანტიგმირი რომ მაყურებლების უმეტესობას გულზე დიდად არ ეხატება, გასაკვირი სულაც არ არის, თუმცა არიან პერსონაჟები, რომლებიც ეზიზღებათ იმ ცალკეული თვისებების ან ქმედებების გამო, რაც სხვებისთვის სრულებით მისაღები ან გასაგებია.

ამ სტატიაში სწორედ ისეთ პერსონაჟებს მოვუყარეთ თავი, რომლებიც, ალბათ, ცალსახად არც დადებითი პერსონაჟები არიან და არც უარყოფითი, მაგრამ მაყურებლების არც ისე მცირე ნაწილს მაინც ძალიან, ძალიან არ უყვართ ისინი.

1. პაიპერ ჩეპმენი სერიალიდან Orange is the New Black (ახლა სტაფილოსფერია ყველაზე მოდური)

ფოტო: Gifer

იშვიათია, სატელევიზიო შოუს მთავარი გმირი ყველაზე მეტად სძულდეთ ხოლმე, მაგრამ პაიპერ ჩეპმენმის პერსონაჟმა ეს შეძლო.

2. ენდი სერიალიდან The Office (ოფისი)

ფოტო: Giphy

ეს შოუ არ უჩივის იმ პერსონაჟების სიმცირეს, რომლებიც შეიძლება ძალიან გაღიზიანებდნენ, მაგრამ მაყურებლის რისხვას ყველაზე მეტად ენდი ბერნარდი იმსახურებს ხოლმე მაშინ, როცა სხვებს მისი მუსიკალურ ნიჭი აღაფრთოვანებს კიდეც.

3. რეიჩელი სერიალიდან Glee

ფოტო: Fox

ამის შესახებ რომ თავად გაეგო, ძალიან ეწყინებოდა, მაგრამ მაშინვე იტყოდა, რომ მისი ნიჭიერების შურთ და მხოლოდ ამითაა გამოწვეული მის მიმართ ანტიპათია.

4. ისააკი სერიალიდან Sex Education (სექსუალური განათლება)

ფოტო: Netflix

ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ეს პერსონაჟი არ მოგწონდეს, თუმცა მის მიმართ ზიზღი ხანდახან განუსაზღვრელიც კია.

5. სკაილერი სერიალიდან Breaking Bad (მძიმე დანაშაული)

ფოტო: Giphy

იმდენად არ უყვართ ხოლმე ეს გმირი, რომ ნეგატიური დამოკიდებულება ხშირად მსახიობზეც გადააქვთ. არადა სკაილერის ზიზღი ბევრისთვის სრულებით გაუგებარია და ფიქრობენ, რომ უოლტერ უაითის ბრმა სიყვარული ზოგიერთს ქალთმოძულეობაში გადაეზარდა.

6. მაიკლი სერიალიდან Lost (დაკარგულები)

ფოტო: Giphy

თითქმის შეუძლებელია, ვინმე ამ სერიალიდან არ გიყვარდეს, მაგრამ სცენარისტებმა მაიკლის პერსონაჟი მაყურებლების საყოველთაო სიძულვილისთვის მაინც გაიმეტეს.

7. სერენა ჯოი სერიალიდან The Handmaid's Tale (მხევლის წიგნი)

ფოტო: Hulu

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რამდენ ადამიანსაც არ უყვარს ეს პერსონაჟი, ალბათ, იმდენივე მაინც ნაწილობრივ თანაუგრძნობს მას.

8. როსი სერიალიდან Friends (მეგობრები)

ფოტო: Giphy

შორიდან ბევრს ჰგონია, რომ მეგობრების ყველა პერსონაჟი უზომოდ უყვართ, თუმცა, როგორც ჩანს, მათ შორის ყველაზე ნაკლებად როსს სწყალობენ.

9. მია სერიალიდან Little Fires Everywhere (ყველგან ხანძრის კერებია)

ფოტო: Giphy

მიუხედავად იმისა, რომ ამ შოუს მეორე მთავარი გმირი, ელენა, ალბათ, გაცილებით უფრო პრობლემურია, მაყურებლის ნაწილი მიას უფრო უმოწყალოდ განსჯის.

10. შელდონი სერიალიდან Big Bang Theory (დიდი აფეთქების თეორია)

ფოტო: Giphy

უამრავი მაყურებლისთვის ის ყოვლად აუტანელია და ვერც თავისი გონებამახვილობა შველის ამ ფაქტს.

11. მერი სერიალიდან Big Little Lies (დიდი პატარა ტყუილები)

ფოტო: HBO

მერილ სტრიპის სამსახიობო ოსტატობამ კიდევ უფრო კარგად გამოკვეთა ამ პერსონაჟის ცუდი მხარეები.

12. ანკა სერიალიდან ჩემი ცოლის დაქალები

ფოტო: YouTube

ბოლო დროის ყველაზე პოპულარულ ქართულ სერიალს ათასგვარი პერსონაჟი შეუქმნია, მაგრამ მათ შორის მაყურებლის რისხვა ყველაზე ხშირად რატომღაც ამ პერსონაჟს ატყდებოდა თავზე.

ამ სიაში კიდევ ვის დაამატებდით, ვინც დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად არ უყვართ ხოლმე?