მზეთამზეს პური ცხვება სუფთა ფქვილით, ბუნებრივი საფუარით — "პურის დედით" და ყურძნის წიპწის ფქვილით. ბუნებრივი საფუარით გამომცხვარ პურს უამრავი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისება აქვს, თუმცა ადამიანის ორგანიზმისთვის არანაკლებ სიკეთის მომტანია ყურძნის წიპწის ფქვილი.

ყურძნის წიპწის ფქვილის შემცველობა პურს ძლიერ ანტიოქსიდანტად აქცევს, რაც ათჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ვიტამინი C და ვიტამინი E. ამის ხარჯზე ძლიერდება იმუნიტეტი. ყურძნის წიპწის, იგივე კურკის, შემცველობა შემდეგი სასიკეთო მახასიათებლებით გამოირჩევა:

ფოტო: მზეთამზე

  1. არის ძლიერი ანტიოქსიდანტი (ათჯერ უფრო ძლიერი ვიდრე ვიტამინი C და ვიტამინი E), რის ხარჯზეც აძლიერებს იმუნიტეტს.
  2. იცავს და აღადგენს სისხლძარღვებს.
  3. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
  4. აძლიერებს ყველა სისხლძარღვის კედელს (არტერიები, ვენები, კაპილარები).
  5. ამცირებს არტერიულ წნევას და ცუდ ქოლესტერინს.
  6. ორგანიზმის მატონიზირებელია.
  7. აძლიერებს ძვლებს.
  8. აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციონირებას.
  9. აძლიერებს მეტაბოლიზმს.
  10. ასტიმულირებს დაზარალებული ქსოვილების გრანულაციას და ეპითელიზაციას.
  11. აძლიერებს კანის შემაერთებელ ქსოვილებს და ხელს უწყობს შეხორცების პროცესებს.
  12. ასტიმულირებს უჯრედების განახლებას.
  13. აქვს ანთების საწინააღმდეგო და სამკურნალო მოქმედება.
  14. დადებითად მოქმედებს თირკმელებზე.
  15. ხელს უშლის ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნას.
  16. ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა სისტემის თითქმის ყველა დაავადების განვითარებას.
  17. ხელს უშლის სისხლის შედედებას.
  18. აუმჯობესებს ტვინის უჯრედების მუშაობას.
  19. ხელს უწყობს ტვინის უჯრედებს ჟანგბადის, თუთიის, მანგანუმის, სელენის და სპილენძის მიწოდებას.
  20. ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა თვალის ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და აღდგენისათვის.
  21. აუმჯობესებს ბადურის ფუნქციონირებას.
  22. აქვს ძლიერი ანტიჰისტამინური და ანტიპარაზიტული ეფექტი.
  23. აწესრიგებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას.