მელიას და რურუას გათავისუფლება იქნებოდა პირველი ნაბიჯი მოლაპარაკების განახლებისთვის — სამადაშვილი
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პარტიის ლიდერის, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება არის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების განახლების წინაპირობა. მოლაპარაკებები კი, სამადაშვილის თქმით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე უნდა წარიმართოს. ეს განცხადება მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრამდე გააკეთა.
"პოლიტპატიმრების, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება — ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ მოლაპარაკებების პროცესი განახლდეს და ჩვენ მივიდეთ იმ საბოლოო მიზნამდე, რომელიც გვქვს დასახული ქვეყანაში. რაც არის დემოკრატიული დემოკრატიული პროცესის აღდგენა და ვადამდელი, ახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ამასთან დაკავშირებით გვექნება დღეს საუბარი და იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი აღმოჩნდება შედეგიანი ამ მიმართულებით წინ ნაბიჯების გადადგმისკენ", — განაცხადა სამადაშვილმა.
სამადაშვილის თქმით, ოპოზიციონერი ლიდერების შარლ მიშელთან შეხვედრის მთავარი მიზანია ევროკავშირის ჩართულობის გაზრდა ქვეყანაშია არსებული კრიზისის მოგვარების პროცესში.
"ჩვენი შეხვედრა დღეს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან, რომელიც არის, ფაქტობრივად, უმაღლესი დონის პოლიტიკური წარმომადგენელი ევროკავშირისგან, შეეხება იმ უმძიმეს ვითარებას, რომელიც დღეს ქვეყანაში არის შექმნილი და რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.
პოლიტიკური კრიზისის გამწვავება და გაღრმავება საბოლოოდ ჩამოაშორებს ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკური განვითარების გზას. ამიტომ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი არის, რომ ევროკავშირმა კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი ჩართულობა ამ კრიზისის დარეგულირებაში", — განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და დღეს, დილიდან ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. იგი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან. ამ წუთებში იგი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.
გაიგეთ მეტი:
- არავითარი მოლაპარაკება ნიკა მელიას გათავისუფლების გარეშე — ნათელაშვილი
- ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს ვაქცინის დოზებზე წვდომა მალე ჰქონდეს — მიშელი
- გამწვავებული პოლიტიკური კრიზისი ძალიან აშფოთებს ევროკავშირს და პირადად მეც — მიშელი
- შევთანხმდით, რომ ქვეყანას სჭირდება შერიგება — ზურაბიშვილმა და მიშელმა პოლიტიკური ვითარება განიხილეს
- მისი ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის — ზურაბიშვილი მიშელზე
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები