ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს ვაქცინის დოზებზე წვდომა მალე ჰქონდეს — მიშელი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს კორონავირუსის ვაქცინის დოზებზე წვდომა მალე ჰქონდეს. მიშელის თქმით, ამ მომენტში მთავარი გამოწვევა ვაქცინაციაა.
"ვაქცინაცია არის მთავარი გამოწვევა ამ მომენტში. ევროკავშირი არის მთავარი დონატორი კოვაქვს პროგრამის და იმედი მაქვს, ამ ქვეყანაშიც იქნება დისტრიბუცია ვაქცინების და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს დოზებზე წვდომა.
800 მილიონი ევროს მობილიზება მოხდა მთლიანად ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობის სფეროებისთვის, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ევროკავშირის დახმარებისა", — განაცხადა მიშელმა.
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერაზეც ისაუბრა.
"ჩვენ, ასევე, ვისაუბრეთ კონფლიქტებთან დაკავშირებითაც. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ევროკავშირის მყარ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ძირითად ღირებულელებთან დაკავშირებით გაერთიანება და ამაში, რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ ევროკავშირის ჩართულობის იმედი გქონდეთ", — აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სამუშაო შეხვედრებს გამართავს, ასევე, პრემიერმინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვადასხვა პარტიის წევრებთან. გარდა ამისა, შარლ მიშელის პატივსაცემად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელით მოეწყობა სადილი. ამასთან, იგი საოკუპაციო ხაზთანაც მივა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ფონზე ჩამოვიდა. თითქმის ერთი კვირის წინ, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია დააკავეს, რასაც ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკა და შეშფოთება მოჰყვა.
24 თებერვალს 6-მა ევროპარლამენტარმა მიშელს წერილით მიმართა და საქართველოში ვიზიტამდე, მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებზე რეაგირება მოსთხოვა.
როგორც ერთობლივ წერილშია აღნიშნული, ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირებამ სახიფათო დონეს მიაღწია. ისინი მოუწოდებდნენ მიშელს, ვიზიტი გამოიყენოს იმისთვის, რომ მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდოს.
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
-
გადახედვააშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები აშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან — რა არის გეგმა
-
გადახედვასად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები სად იმყოფებიან საპოლიციო ძალები აქციის მიმდინარეობისას — ფოტოები
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
კომენტარები