მიქცევის შედეგად, რამდენიმეთვიანი წყალიდობის შემდეგ, დღეს ვენეციაში არხები თითქმის სულ დაშრა, წყლის დონემ კი 45-50 სანტიმეტრით დაიკლო. ამჟამად, ქალაქში არის "acqua alta", ანუ მაღალი წყლის დონის სეზონი, რომელიც აქ ოქტომბრიდან მარტამდე გრძელდება.

თუმცა, ადგილობრივები ამ მოვლენას აღწერენ, როგორც "acqua bassa"-ს, ანუ დაბალი წყლის დონის მიქცევას, რომლის შედეგადაც ქალაქის გონდოლებმა ფსკერს მიაღწია. ამის გათვალისწინებით კი ადვილია იმის წარმოდგენა, თუ რამდენად დიდი მოცულობის წყალი დაკარგა ქალაქმა.

ფოტო: img-s-msn-com.akamaized.net

აღსანიშნავია, რომ ქალაქში დეკემბერში მოულოდნელი წყალდიდობა იყო, მას შემდეგ, რაც ვენეციის ბარიერული ქსელი, მოსე არ გააქტიურდა, ქალაქში წყლის დონემ 1.5 მეტრს მიაღწია. ხოლო 2019 წლის ნოემბერში ვენეციამ უკანასკნელი 50 წლის მანძილზე ყველაზე დამაზიანებელი წყალდიდობა იხილა, როდესაც ქალაქში წყლის დონემ 1.87 მეტრს მიაღწია.

ვენეციის მერი, ლუიჯი ბრუგნარო ყოველთვის აღნიშნავდა, რომ სწრაფად ცვალებადი წყლის დონე კლიმატის ცვლილებასთანაა დაკავშირებული.

ფოტო: static.standard.co.uk

"წყალზე მოტივტივე ქალაქი" 118 პატარა კუნძულისგან შედგება. აქ არხებისა და 400-ზე მეტი ხიდის საშუალებით გადაადგილდებიან. ვენეციის მოსახლეობა დაახლოებით 260 000 ადამიანს შეადგენს.

ისტორიული ქალაქი, რომელიც იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს მასპინძლობს.