ოდესმე შეგიხედავთ ოჯახის ძველი ფოტოებისთვის და გიფიქრიათ, ნეტავ უფრო მეტად გავდნენ ფილმის პერსონაჟებსო? ახლა ეს უკვე შესაძლებელია! ონლაინ გენეალოგიის პლატფორმამ შექმნა AI ინსტრუმენტი, რომელიც თქვენი ოჯახის წევრების, ნათესავების თუ მეგობრების ფოტოების გაცოცხლების საშუალებას გაძლევთ.

ვებგვერდმა MyHeritage წარადგინა ინსტრუმენტი, რომელსაც Deep Nostalgia ეწოდება და იყენებს AI ტექნოლოგიას მკვდარი (ან ცოცხალი) ნათესავების თუ წინაპრების ფოტოების გასაცოცხლებლად.

ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ რა მოხდა, როდესაც ეს ინსტრუმენტი გამოვიყენეთ იმ სახის აღსადგენად, რომელსაც ყველა ვიცნობთ.

AI, რომელსაც Deep Nostalgia იყენებს აღნიშნული ანიმაციების შესაქმნელად, დაახლოებით, იმ ინსტრუმენტის მსგავსია, რომელსაც DeepFake-ში იყენებენ.

რაც მთავარია, ერთ ფოტოზე რამდენიმე სახის გაცოცხლებაც შეგიძლიათ.

"ადამიანთა ნაწილს მოსწონს ეს ინსტრუმენტი და მას ჯადოსნობად მიიჩნევენ, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი შემაშფოთებელია. მართალია იგი ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციებს იწვევს ადამიანებში, თუმცა ძნელია რომ მის მიმართ გულგრილი დარჩე", — განაცხადა MyHeritage-მა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.