ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობის განცხადებით, ყველა მტრული ძალის მხარდამჭერია, ვინც "ეკლესიაზე ცუდი გადაცემის" გაკეთებას დილობს. ამის შესახებ სინოდის წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"თქვენ ხომ არ ხართ რუსული გავლენის, წარმოადგენთ ტელევიზიას, მთავარია, ფორმულა, კიდევ ვთქვათ TV პირველი. რატომ გამოვყოფ ამ ტელევიზიებს ბოლო პერიოდში — ყველა რუსული ძალა და მტრული ძალის მხარდამჭერია, ვინც ცდილობს ეკლესიაზე შეტევა მიიტანოს და ცუდი გადაცემები გააკეთოს. ვიღაცა მიიყვანონ არშემდგარი ადამიანები, ყოფილი სასულიერო პირებიც, სასულიერო პირებიც და შეტევაა, პატრიარქზე რეებს ლაპარაკობენ. თმენის ვალდებულებაც გვაქვს და შეგვიძლია ხომ ხედავთ... რა გონიათ, წინ დაგვიდგებიან, სადმე რომ ვნახო?" — თქვა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა.

სასულიერო პირის შეფასებით, მსგავს გადაცემებს ტელევიზიის მმმართველები უკვეთავენ.

25 თებერვლის ქადაგებისას სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა, სპირიდონმა მთავარი არხი, TV პირველი და ფორმულა, პატრიარქის "აუგად ხსენებაში" და ეკლესიის ლანძღვაში დაადანაშაულა და "სატანის მიკროფონებად" მოიხსენია.