შსს ადმინისტრაციული დარღვევების შესახებ ინფორმაციას სამუდამოდ ვეღარ შეინახავს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს დააკმაყოფილა მოქალაქე ედიშერ გოდუაძის კონსტიტუციური სარჩელი. კერძოდ, სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულ ფორმატში მუდმივად შენახვა.
სასამართლოს აზრით, ხსენებული რეგულირება არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.
რას გულისხმობს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება?
სარჩელი ორი მუხლით იყო დაყენებული, მათ შორის პიროვნული განვითარების უფლება - მე-16 მუხლი და ასევე კონსტიტუციის მე-20 მუხლით, რომელიც გულისხმობს პირადი ცხოვრების უფლებას. სასამართლომ ჩათვალა, რომ ადმინისტრაციული ჯარიმების შესახებ ინფორმაციის უვადოდ შენახვა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-16 მუხლს თუმცა, ეს უფლებამოსილება არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტს.
სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმა ითვალისწინებდა პირის შესახებ ინფორმაციის შენახვას იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი არ ემსახურებოდა ადმინისტრაციული სახდელის აღსრულებას.
სარჩელის საფუძველი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე On.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ნებისმიერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობა თუ ნარკოტიკული საშუალების პირველადი მოხმარება, შსს ინახავდა უვადოდ, პირის გარდაცვალების შემთხვევაშიც.
ასევე, იმ შემთხვევაშიც ინახებოდა იგი ერთიან ბაზაში, თუ სასამართლო გაამართლებდა ადამიანს, მათ შორის სამართალდამრღვევის გარდაცვალების შემდეგაც.
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში წერია, რომ ერთ წელზე მეტი ვადის ინფორმაციას შსს გადასცემს ოპერატიულ სამძებრო ორგანოებს ან პოტენციურ დამსაქმებელს.
რატომ არის მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება?
გიორგი გოცირიძე განმარტავს, რომ გადაწყვეტილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვისთვის და ასევე, იმისათვის რომ გაუმართლებელ ბარიერს არ შეხვდეს ადამიანი დასაქმების პერიოდში. მისივე განცხადებით, გონივრული ვადის გასვლის შემდეგ კი ასეთი მონაცემები უნდა წაიშალოს.
რას გულისხმობს გონივრული ვადა?
საიას იურისტი განმარტავს, რომ სხვადასხვა სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის შენახვისთვის სხვადასხვა ვადები იქნება დაწესებული.
"ერთი წლის განმავლობაში გამართლებულია ასეთი ტიპის ინფორმაციის შენახვა. თუმცა, სხვადასხვა დარღვევისთვის ინფორმაციის შენახვის ვადა სხვადასხვა იქნება, ასეთია მაგალითად, მართვის უფლების ჩამორთმევა, რომელიც 3 წლითაა განსაზღვრული".
უფრო კონკრეტულად, გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ თუ პირველად მოიხმარა პირმა მარიხუანა და ერთი წლის განმავლობაში გაიმეორა იგივე ქმედება, პირველ შემთხვევაში დაეკისრება ადმინისტრაციული ჯარიმა, მეორე შემთხვევაში კი, მიეცემა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში, ასეთ დროს კი სახელმწიფომ უნდა იცოდეს პირველად მოიხმარს თუ არა პირი ნარკოტიკულ საშუალება, სხვანაირად, მას სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია ვერ მიეცემა.
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაOldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ Oldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ
-
გადახედვა"გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი "გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
კომენტარები